ავტორი:

ვერა ქობალიას ოჯახური ბიზნესი კანადაში პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

ვერა ქობალიას ოჯახური ბიზნესი კანადაში პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიას ოჯახური ბიზნესი კანადის ბიზნეს ბრწყინვალების ჯილდოს მფლობელი გახდა (Canadian Business Excellence Award). ქობალიებს ვანკუვერში საკმაოდ ცნობილი და წარმატებული საცხობი აქვთ - GluteNull Bakery, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სხვადასხვა სახეობის პროდუქცია, რომელიც გლუტენის გარეშეა.

როგორც საცხობის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, ისინი მაღალი ხარისხის, ორგანულ, არაგენმოდიფიცირებულ პროდუქციას აწარმოებენ მთელი ოჯახისთვის. GluteNull Bakery-ში შესაძლებელია ვეგანური და დიაბეტური პროდუქციის შეძენა.

აი, რას წერს ვერა ქობალია ოჯახის წარმატების შესახებ:

"იცით რა მოხდა? GluteNull Bakery კანადის ბიზნეს ბრწყინვალების ჯილდოს მფლობელი გახდა! გილოცავთ ნინა ქობალი და ოთარ ქობალია" - წერს ვერა ქობალია და საკუთარ მამასა და დას ულოცავს წარმატებას.

აღნიშნული ჯილდო კანადაში გადაეცემა კომპანიებს, რომლებიც წარმატებულ ბიზნეს სტრატეგიას ახორციელებენ და მომხმარებლის კმაყოფილებით, ინოვაციურობითა და საქმეში თანამშრომლების მაქსიმალური ჩართულობით აღწვენ წარმატებას.

GluteNull Bakery ქობალიებმა 2011 წელს დაარსეს, თუმცა მათ ბიზნესს უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს კანადაში. 90-იან წლებში აფხაზეთის ომის შემდეგ საქართველოდან კანადაში ჩასულმა ოთარ ქობალიამ პურპროდუქტების ბიზნესი წამოიწყო, რომელიც მალე გახდა წარმატებული. ვერა ქობალიას მამა ოთარ ქობალია ქალაქ ვანკუვერში 2001 წლიდან ფლობდა საკუთარ ბიზნესს - ევროპული პურის საცხობს, რომელიც ქართული და ევროპული პურის ნაწარმით რამდენიმე ათეულ მაღაზიას და რესტორანს ამარაგებდა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მამამისის კომპანიაში გაყიდვებს კურირებდა.

"კანადაში არის ფუნთუშა, თეთრი პური და მართალი რომ გითხათ, არ არის გემრიელი. ვიჯექით სახლში მაგიდასთან, ვსაუზმობდით და ვთქვით, რომ რაღაც ბიზნესი უნდა დავიწყოთ. მამაჩემი სოხუმის უნივერსიტეტში ასწავლიდა, მათემატიკოსია, მაგრამ თავიდან უნდა ჩააბარო უნივერსიტეტში და გაიარო ყველა საფეხური, რომ შეძლო იქ მუშაობის დაწყება.

მამა ფიქრობდა, რა ბიზნესი დავიწყო, რა გავაკეთოო, ფინანსურადაც არ შეეძლო, რომ რაღაც დიდი საქმე წამოეწყო. გადაწვიტა, მოდი პურის საცხობს გავაკეთებ, პატარა საცხობს, ორი კაცით დავიწყებთ და შემდეგ ვნახოთ როგორ წავა საქმე და რა გამოვაო. როგორც კი დავიწყეთ, პირველივე კვირიდან ჩვენ საცხობთან რიგები გაჩნდა" - ასე იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში მამის ბიზნესის დასაწყისს ვერა ქობალია.

უნივერსიტეტებში ყველასთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება

კარანტინის რეჟიმი 8 დღემდე შემცირდება?

"უკვე გაიღვიძა, შოკი აღარ არის" - ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა