ავტორი:

ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი ლამაზმანების მამები

ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი ლამაზმანების მამები

ცნობილი ქართველი ლამაზმანების ოჯახის წევრები საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას მუდმივად ერიდებიან, განსაკუთრებით მამები, რომლებიც სახალხოდ არსად ჩნდებიან. AMBEBI.GE ცნობილი მანდილოსნების მამებს გაგაცნობთ.

ქრისტინე იმედაძე

მომღერალი ქრისტინე იმედაძე ცნობილი ოჯახის შვილია. სანამ ქართულ შოუ-ბიზნესში მოვიდოდა, ის ბალერინა იყო, ჯერ მონაკოში სწავლობდა, შემდეგ კი საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა მამასთან. ქრისტინეს მშობლები ირმა გოგლიძე და კოკა იმედაძე დაშორებულები არიან, მამამისი ამერიკაში ცხოვრობს და ლიმუზინების ბიზნესშია, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებს მხოლოდ მაშინ ემსახურება, როდესაც „ოსკარის“, „გრემის“ და სხვა მნიშვნელოვანი დაჯილდოების ცერემონიალია. კოკა იმედაძე თბილისში იშვიათად ჩამოდის.

ლიზა ყენია

მაია ჯაბუას მეამბოხე ქალიშვილის, ლიზა ყენიას მამას მთელი თბილისი იცნობს და პატივს სცემს. ლიზას მამა აჩიკო ყენიაა, რომელიც საოცრად მღერის. ლიზას მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, რაც მისი სოციალური ქსელიდანაც კი სჩანს. ლიზა მამაზე ყოველთვის განსაკუთრებულად საუბრობს და ერთ-ერთ ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ მამას უფრო მეტ რაღაცას უყვება, ვიდრე დედას. აჩიკო ყენიას ახლა სხვა ოჯახი ჰყავს, მაგრამ ეს ქალიშვილთან მეგობრულ ურთიერთობაში ხელს არ უშლის.

თაკო ნაცვლიშვილი

თაკო ნაცვლიშვილი მსოფლიოში წარმატებული ქართველი მოდელია. ის ცნობილი ოჯახის შვილია. მისი ბიძა ნიკა ცქიტიშვილი წარმატებული კალათბურთელია, დედა ცნობილი მოდელი, ბიცოლა ყოფილი მოცეკვავე. თაკო ნაცვლიშვილის მამა ვატო ნაცვლიშვილია. ვატო წარსულში წარმატებული კალათბურთელი იყო, რამდენიმე წლის წინ, მან ძალები პოლიტიკაშიც მოსინჯა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახლდათ.

ჯანეტ ქერდიყოშვილი

„მის საქართველო 2011“ ჯანეტ ქერდიყოშვილი ბიზნესმენ ჯემალ ქერდიყოშვილის ქალიშვილია. მამა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, რასაც ისინი ინტერვიუებშიც ხშირად აღნიშნავენ. როგორც ჯემალ ქერდიყოშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, ის ჯანეტს პრინცესად ზრდის. ჯანეტი წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს, მან მილანში დიზაინერის ფაკულტეტზე ჩააბარა და სურს საკუთარი ბრენდი შექმნას, მაგრამ არ სურს ამაში ფინანსურად მამა დაეხმაროს.

მაშო ჩიჩუა

მაკა ჩიჩუას ქალიშვილი მაშო ჩიჩუა ულამაზესი გარეგნობის მქონე თბილისელი გოგონაა. მაშო არსად ჩნდება და მუდმივად ჩრდილში ყოფნას ანიჭებს უპირატესობას. ის სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებსაც კი არ დებს. მაშო დედის გვარზეა, მისი მამა კი მუსიკოსი დიმა დადიანი გახლავთ. დიმა ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც ელექტრონულ მუსიკას ქმნიდა.

"მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს" - თაკო ნაცვლიშვილი სამოდელო ბიზნესში არსებულ პრობლემებზე: რას წერს მოდელი?

ჯენიფერ ლოპესი ძველ სიყვარულს დაუბრუნდა? - რა ხდება ჯეი ლოსა და ბენ აფლეკს შორის 17-წლიანი განშორების შემდეგ (პაპარაცული ფოტოები)

ირაკლი მაქაცარიამ აღდგომის დღესასწაული შეყვარებულთან ერთად გაატარა - წყვილი გულშემატკივრებს ახალ ფოტოებს უზიარებს