ავტორი:

როგორ გამოიყურება ბაქოში მილიონერების ვილები

როგორ გამოიყურება ბაქოში მილიონერების ვილები

კომპანია „ას ჯორჯია-დირსმა“, საინფორმაციო ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში უმასპინძლა, სადაც დამფუძნებელი კომპანიის განხორციელებულ პროექტებს გააცნო. ქალაქიდან 20 წთ-ის სავალზე პრესტიჟულ უბანში, კასპიის ზღვის სანაპიროსთან მდებარე ვილების კომპლექსმა მიწვეული სტუმრები განსაკუთრებით მოხიბლა. 5 ჰა- ზე გაშენებულ 28 ვილისგან შემდგარი კომპლექსი „ვილლა სიენა“ „დირსის“ დამფუძნებელი კომპანიის „ას გრუპ ინვესტმენტის“ ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. ვილების ღირებულება მილიონნახევარი დოლარიდან იწყება და აქ ყველაფერია ოჯახის კომფორტისთვის.

საქართველოში უმსხვილესმა ინვესტორმა, რეგიონის წამყვანმა დეველოპერულმა ჰოლდინგმა „ას გრუპ ინვესტმენტმა,” ქართულ ბაზარზე 7 წლის განმავლობაში 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რომელიც თბილისის ყველაზე მასშტაბური პროექტის „დირსის” საცხოვრებელი კომპლექსის პირველ დასრულებულ ეტაპს და სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას მოიცავს. პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპად იგეგმება და ინვესტიცია მილიარდ ნახევარ დოლარს გადააჭარბებს.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის