ავტორი:

"7 წელი შვილი არ გვყავდა, ორსულებთან მიწევდა ურთიერთობა და მათ მდგომარეობაში ყოფნას ვნატრობდი" - ცნობილი ექოსკოპისტი ოჯახსა და კარიერაზე

"7 წელი შვილი არ გვყავდა, ორსულებთან მიწევდა ურთიერთობა და მათ მდგომარეობაში ყოფნას ვნატრობდი" - ცნობილი ექოსკოპისტი ოჯახსა და კარიერაზე

საქართველოში სულ რამდენიმე გინეკოლოგ-ექოსკოპისტია, რომელთან ვიზტიც ხალხმრავლობის გამო რთულად დასაგეგმია, სამაგიეროდ, პაციენტებმა იციან, რომ სანდო ხელში ხვდებიან და ექნებათ დასკვნა, რომელსაც გადამოწმება არ დასჭირდება. გინეკოლოგ-ექოსკოპისტ გენრიეტა გაგოშიძეს დიდი წარდგენა არ სჭირდება, რადგან მისი გვარ-სახელი ტოპ ექსოკოპისტების სამეულშია. საინტერესო და მრავალმხრივი კარიერული გზა აქვს გავლილი, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, უკრაინის გენეტიკურ ცენტრში ნამუშევარ ექიმს, აქ აღიარება სწორედ მისმა სწორად დასმულმა დიაგნოზებმა მოუტანა. ქალბატონი გენრიეტას მეუღლეც გინეკოლოგია, მიუხედავად ამისა 7 წელი შვილი არ უჩნდებოდათ, ახლა კი ორი გოგონა ჰყავთ - 10 და 12 წლის. ცნობილექიმს კარიერულ და მშობლურ საკითხებზე ვესაუბრეთ.

- რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

- როდესაც პატარა ვიყავი და ჩემი ბიძაშვილები ცივდებოდნენ, ცუდად ხდებოდენენ, ჩემი დედიკო ყოველთვის დაეძებდა ანტიბიოტიკს. დავალებული ჰქონდა, რომ მოეპოვებინა ამპიცილინი, რომელიც ახალი შემოსული იყო და დეფიციტში გახლდათ. როგორც ჩანს, ეს ჩემზე გავლენას ახდენდა, რადგან ვფიქრობდი, გავხდები ექიმი და უფასოდ მივცემ ბავშვებს ამ ამპიცილინს-თქო (იღიმის). გარდა ამისა, კლასში ყოველთვის მე ვიყავი ექიმი. წინათ სკოლაში, კლასიდან ერთ-ერთს აუცილებლად უნდა შეეთავსებინა ექიმის ფუნქცია, რაც გულისხმობდა იმას, რომ პირველადი დახმარების ნივთები უნდა ჰქონოდა მას. მქონდა მარლისგან შეკერილი თეთერი ჩანთა წითელი ჯვრით და თუ ბავშვი ხელს, ფეხს იტკენდა, აღმოვუჩენდი ხოლმე პირველად დახმარებას. პატარაობიდან ექიმის როლში ვიყავი და ისე გავითავისე, რომ მერე არც კი მიფიქრია რომელიმე სხვა სპეციალობაზე, არჩევანის სახითაც არ განმიხილავს სხვა რამ, ისე გავხდი ექიმი.

- რამდენი წელია ამ სფეროში ხართ?

- 18 წელი.

- ამ პერიოდის განმავლობაში ვითარდება ყველაფერი და ბუნებრივია მედიცინაც ფეხს უწყობს განვითარებას, ალბათ შეიცვალა მიდგომებიც, არა?

- რასაკვირველია, ასეა. მე მუშაობა დავიწყე უკრაინაში, ეს იყო ჩერნობილის კატასტროფის შემდეგომი პერიოდი, როცა ხალხი ჯერ კიდე იმკიდა ჩერნობილის შედეგებს. კლინიკური გენეტიკისა და პერენატალური დიაგნოსტიკის ცენტრში ვმუშაობდი, 3-მილიონიან მოსახლეობაში მხოლოდ ეს ერთი გენეტიკური ცენტრი იყო, სადაც თავს იყრიდნენ ადამიანები განვითარების თანდაყოლილი მანკებით. იქ მქონდა უდიდესი პოტენციალი იმისა, რომ გავმხდარიყავი ძალიან კარგი ექიმი, იმდენად რამდენადაც გენეტიკური პათოლოგიების უმეტესობასთან პირდაპირი შეხება მქონდა. მახსოვს, ერთი სამარშრუტო ტაქსი სავსე იყო ადამიანებით, რომელსაც ნუნანის პათოლოგია ჰქონდათ, ყველა ნუნანი იყო, რამ შეიძლება დაგავიწყოს ეგ მომენტი. გენეტიკურ ცენტრში კორიდორში რომ გავივლიდი, დავინახავდი საბავშვო ეტლს, ჩავიხედავდი მოსაფერებლად და მხვდებოდა პატარა ხელების და ფეხების მქონე სხეული, რომელსაც ჰქონდა დიდი კაცის თავი, ზრდასრულის სახე, წვერით და ყველაფრით... უკრაინაში მუშაობისას თითქმის ყველანაირი პათოლოგია ვნახე, როგორც მუცლადყოფ ნაყოფზე, ასევე უკვე დაბადებულ ადამიანებზე.

- რთული არ იყო იქ მუშაობა?

- ეჩვევა ყველაფერს ადამიანი. თავიდან მართლა გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ყველაფერ ამას, იმიტომ რომ არ არსებობდა პაციენტი პათოლოგიის გარეშე, გენეტიკურ ცენტრში იყრიდნენ თავს მხოლოდ გენეტიკურად დაავადებული ადამიანები. ეს ჩემთვის დიდი გაკვეთილი იყო. საქართველოში რომ ჩამოვედი და პირველი პაციენტი მივიღე, ვთქვი, რა უნდა დავუწერო, ამას ხომ დიაგნოზი არ აქვს, არაფერი არ სჭირდა, ყველაფერი ნორმაში ჰქონდა და გაოცებული ვიყავი. მე ისეთები მქონდა გამოვლილი, ეს ჩემთვის გასაოცარი იყო. უკრაინაში გავლილი ეს დიდი სკოლა წითელ ხაზად სდევს ჩემს კარიერას.

- რატომ წამოხვედით უკრაინიდან?

- ეს უკვე ოჯახური ამბავია, ჩემი მეუღლის გადაწყვეტილება იყო ასეთი. ერთად ვმუშაობდით უკრაინაში, მე გენეტიკურ ცენტრში, ის - ოპერატორულ გინეკოლოგიაში. საქართველოში ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვედით და განაცხადა, ჩვენ აქ ვრჩებით, აქაც დავიმკვიდრებთ თავსო. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პირადი ნივთებიც კი არ მქონდა წამოღებული, მერე გამოგვიგზავნეს...განაგრძეთ მუშაობა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი