ავტორი:

რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ნატო ჩხეიძემ "თიბისი ბანკიდან" თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით

რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ნატო ჩხეიძემ "თიბისი ბანკიდან" თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით

"თიბისი ბანკიდან" თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებას მივაწოდე მანქანის მარკისა და ნომრის შესახებ ინფორმაცია, - ამის შესახებ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ საქალაქო სასამართლოში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ჩხეიძის თქმით, მან გამოძიების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა და მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია მიაწოდა.

"გამოძიების მიერ დასმულ კითხვებს გავეცი სწორი და ამომწურავი პასუხები. მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტაცია და აგრეთვე გამოძიებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ვგულისხმობ მანქანის მარკასა და ნომერს "თიბისი ბანკიდან" თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით. სად გადაიტანეს და რაში გამოიყენეს ეს თანხა, სწორედ ეგ არის ძირითადი საკითხი და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას გამოძიება უპასუხებს", - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმაც. გიორგი ოსაძის თქმით, თანხის გატანასთან დაკავშირებით, ნატო ჩხეიძემ ირიბად დაადასტურა სხვა პირების მხრიდან მომდინარე ინფორმაცია.

"დღეს ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის წინაშე დაიკითხა მოწმე ნატო ჩხეიძე, რომელსაც დაესვა ყველა ის შეკითხვა, რაც აინტერესებდა გამოძიებას. თანხის გატანასთან დაკავშირებით, ნატო ჩხეიძემირიბად დაადასტურა სხვა პირების მხრიდან მომდინარე ინფორმაცია. იგი კონკრეტულ ფაქტს შესწრებული არ არის. მოწმეების მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის საფუძველზე იგეგმება სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება", - განაცხადა გიორგი ოსაძემ.

დაკავებულია 6 სასტუმროს მმართველი და კიდევ ორი პირი, რომლებიც ტურისტების თანხებს თაღლითურად ითვისებდნენ

გიორგი გაბუნია სუს-ში დაიბარეს

სუს-ი ვასამბეკ ბოკოვის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს - "კეთდება განცხადებები, რომლებიც ფაქტობრივ გარემოებებზე არ არის დაფუძნებული"