ავტორი:

"კრიტიკულ მომენტებში ინგუში ინგუშს არ გაწირავს... ეს არის ერი და საზოგადოება" - ემოციური პოსტი მაგასში მიმდინარე აქციის შესახებ

"კრიტიკულ მომენტებში ინგუში ინგუშს არ გაწირავს... ეს არის ერი და საზოგადოება" - ემოციური პოსტი მაგასში მიმდინარე აქციის შესახებ

მაგასში, ინგუშეთის პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია, რომლის რამდენიმე ასეული მონაწილე ჩეჩნეთთან ახალი ადმინისტრაციული საზღვრის დადგენას აპროტესტებს. "ბიბისის" კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა დასამშვიდებლად შეიარაღებულმა პირებმა ჰაერში რამდენჯერმე ისროლეს.

აქციასთან დაკავშირებით "ფეისბუქ-მომხმარებელი" გიორგი ჟღენტი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"უკვე 2 დღე-ღამე მიმდინარეობს მიტინგი. ყველაფერი მშვიდათაა, 30 ათასამდე ინგუში შეიკრიბა და ერთად ლოცულობენ. გაოცებას ვერ ვმალავ და დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ ინგუში მამაკაცების მიმართ, რომლებიც არ წამოეგნენ პროვოკაციებს და მოხუცებს ყველა საჭირო ნივთები მოუტანეს. არანაკლები გმირობა ჩაიდინეს ქალებმა, რომლებიც ორი დღე-ღამე მიტინგზე შეკრებილ ხალხს აპურებდნენ და აწყნარებდნენ. უპრეცედენტო ფაქტი ჩაიდინა ინგუშეთის პოლიციამ, რომელმაც ჯერ უარი განაცხადა მიტინგის დარბევაზე, შემდგომ რუსეთის სხავდასხვა რეგიონიდან მობილიზებული "როს-გვარდია" არ გაატარა და ეხლა მომიტინგეებს იცავს. ეს არის ერი და საზოგადოება, ტოტალიტარული და დიქტატურული რეჟიმის მიუხედავად, კრიტიკულ მომენტებში ინგუში ინგუშს არ გაწირავს და რამოდენიმე საათში მობილიზდებიან საკუთარი ერის დასაცავად, აბსოლუტურად ყველა პირადი ინტერესების დათმობის მიუხედავათ. ინგუშები ვერც დაცვის გასროლილმა ტყვიებმა და ვერც რუსეთის გვარდიის მობილიზებამ ვერ შეაშინა.

მე მიყვარს ინგუშები", - წერს გიორგი ჟღენტი.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით, 4 ოქტომბერს ინგუშეთის რეგიონულმა პარლამენტმა 17 ხმით 3-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ინგუშეთის და ჩეჩნეთის მეთაურების, ევკუროვის და კადიროვის მიერ 26 სექტემბერს ხელმოწერილ შეთანხმებას. დოკუმენტი ითვალისწინებს ორ რეგიონს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენას და ტერიტორიების ტოლფასად გაცვლას. რუსეთის ფედერაციის ამ ორ სუბიექტს შორის ტერიტორიული დავა 90-იანი წლებიდან მიმდინარეობს. შეთანხმების მოწინააღმდეგე ინგუშები აცხადებენ, რომ ჩეჩნეთთან გაფორმებული ხელშეკრულება ინგუშეთისთვის წამგებიანია. ინგუშეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს განაცხადა, რომ კანონმდებლობის თანახმად, ტერიტორიული მოწყობის საკითხები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, ამიტომ აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება.

"ბევრჯერ გავაბრაზე, ბევრჯერ ვაწყენინე, ბევრჯერ მაპატია და ბევრჯერ მივხდი, რომ არასწორი ვიყავი" - როგორ ულოცავს გიორგი ვაშაძე ცოლს დაბადების დღეს

"ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, ვიდრე კულტურას წულუკიანი მართავს!" - რას წერს ანიტა რაჭველიშვილი?

"რეალურად, გვერდს მართავდა ჩემი ძმა..." - რას წერს გაბრიელ წულაია "ოცნებასთან" ასოცირებულ "ფეიჯზე", რომელმაც სახელი შეიცვალა?