ავტორი:

მელანიას სკანდალური ქუდი, რომელმაც აფრიკაში ვიზიტი გადაფარა - ნახეთ ტრამპის მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა

მელანიას სკანდალური ქუდი, რომელმაც აფრიკაში ვიზიტი გადაფარა - ნახეთ ტრამპის მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა

აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი აფრიკაში ვიზიტით ქმრის გარეშე იმყოფებოდა. მან განა, მალავი, კენია და ეგვიპტე მოინახულა.

გასულ დღეებში მელანია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. ჟურნალისტებმა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მისთვის კრიტიკაც არ დაიშურეს - კენიაში აშშ-ს პირველი ლედი თეთრი ქუდით გამოჩნდა, რომელიც მეხცრამეტე საუკუნეში კოლონიალიზმის სიმბოლოდ იყო მიჩნეული.

ნახეთ ვიდეო : როგორ გამოკვება მელანია ტრამპმა სპილოები - პირველი ლედი კენიას ეწვია

BBC მელანიას აფრიკული ვიზიტის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.

ტრამპის მოგზაურობა აკრათი, განას დედაქალაქით დაიწყო, სადაც მოგვიანებით ქვეყნის პირველ ლედის შეხვდა და საავადმყოფო მოინახულა.

მელანიამ მოინახულა ციხე, საიდანაც მონებს ამერიკაში გზავნიდნენ.

ტრამპს მალავიში პირველმა ლედიმ, გერტრუდ მასეკომ უმასპინძლა.

მელანია მალავის დედაქალაქ ლილონგვეში დაწყებით სკოლას ესტუმრა.

ტრამპი სკოლაში გაკვეთილს დაესწრო.

ეგვიპტეში ყოფნისას აშშ-ს პირველმა ლედიმ პირამიდები მოინახულა.

ნახეთ ვიდეო : როგორ გამოიყურებოდა მელანია ტრამპი ეგვიპტეში ვიზიტის დროს

მელანიამ ფოტორეპორტიორებისთვის სფინქსის წინაც იპოზიორა.

ტრამპი ქაიროში ეგვიპტის პირველმა ლედიმ, ინტისარ ამერ ალ სისიმ მიიღო.

"სომხეთის მოსახლეობას ძველი რეჟიმების დაბრუნება არ სურს" - რა გახდა ომწაგებული ფაშინიანის გამარჯვების მიზეზი?

დუბაის გაუჩინარებული პრინცესა ლატიფას მოულოდნელი გამოჩენა - რა ფოტო ვრცელდება ინტერნეტში და რას წერს გოგონას მეგობარი

"ირჩევთ ვაქცინაციას, ან თქვენი დაპატიმრება მომიწევს" - ფილიპინების პრეზიდენტის მიმართვა მოსახლეობას