ავტორი:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს დასაქმების ახალ პლატფორმას სთავაზობს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს დასაქმების ახალ პლატფორმას სთავაზობს

„სმარტსტუდენტი“ - ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი პროექტია, რომელიც სტუდენტებს დასაქმების უნიკალურ საშუალებას სთავაზობს. პროექტი, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით შეავსებენ გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე სტუდენტებით, დღეიდან ამოქმედდება. უამრავი ორგანიზაცია სმარტსტუდენტებს კომპანიაში მიმდინარე პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში ჩართავენ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანის ნინო ენუქიძის განმარტებით, ეს არის სტუდენტების დასაქმების ინოვაციური პლათფორმა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ დავივიწყოთ ის ტრადიციული დასაქმების ფორუმები, რომელსაც უკვე ყველა უნივერსიტეტი ატარებს. „სმარტსტუდენტის“ ფორმატს, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ დასაქმებას, არამედ ჩვენი სტუდენტების ონოვაციური ტექნოლოგიური ხედვის შეტანას სხვადასხვა კომპანიაში. დღეს წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებსაც აინტერესებთ იმ ხედვის და საერთაშორისო ცოდნის გაზიარება, რაც ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად შეიძლება სტუდენტს ჰქონდეს. ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან ნაწილს დღესვე აქვს ვაკანსია, ნაწილი კი მათ სამომავლოდ შესთავაზებს. ამ პროექტით მოვუწოდებთ სტუდენტებს, რომ ნუ დაელოდებიან სწავლის დამთავრებას და დასაქმებაზე ზრუნვა დღესვე დაიწყონ,“ - განმარტავს ნინო ენუქიძე.

პროექტ „სმარტსტუდენტის“ წარდგენას 30-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ პრეზენტაციის სახით წარადგინეს მიმდინარე ვაკანსიები. მრავალფეროვანია პარტნიორი კომპანიების საქმიანობის სფეროც. წარმოდგენილი იყვნენ როგორც ტექნოლოგიური, ისე საფინანსო, სადაზღვევო, მედია კომპანიები. MUK ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო.

„ჩვენ დიდი ხანია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ. MUK ეს არის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია, რომლისთვისაც სტუდენტებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის არის ის დაწესებულება, სადაც ყველა ტექნოლოგიური სიახლე ინერგება. აქ უახლესი ინფორმაცია ტექნოლოგიების შესახებ ყოველთვის ხელმისაწვოდმია. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და მოხარული ვიქნებით, რომ თუ სტუდენტები და კურსდამთავრებულები ჩვენთან დასაქმდებიან. დღეს ვთავაზობთ სტაჟირების პროგრამას, რომლის გავლის შემდეგაც დასაქმებაზე ვისაუბრებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთან თანამშრომლობი ჩვენს პარტნიორებთან, მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობის გზაც ეხსნებათ სტუდენტებს,“ - განმარტავს MUK-ის ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი ლილია მენაღარიშვილი.

ტექნოლოგიური და კომერციულად საინტერესო სტარტაპების სიმრავლით BTU-ს სტუდენტები მოწინავე პოზიციებს იკავებენ და მათი დასაქმება, ორგანიზაციებში ინოვაცური პროცესების დანერგვისთვის საინტერესო გამოწვევაა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი