ავტორი:

ვინ არის ბინ ლადენის მეგობარი ჟურნალისტი, რომელიც თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოდან გაუჩინარდა

ვინ არის ბინ ლადენის მეგობარი ჟურნალისტი, რომელიც თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოდან გაუჩინარდა

ჯამალ ხაშოგი - ცნობილი ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა, 2 ოქტომბერს თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა, საიდანაც აღარ გამოსულა.

ხაშოგის საცოლე, რომელიც მას გარეთ ელოდებოდა, იხსენებს რომ ჟურნალისტი 2 ოქტომბერს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში განქორწინების დოკუმენტების მისაღებად მივიდა, რადგან მეორე ქორწინებისთვის ემზადებოდა... აქედან იკარგება მისი კვალი. საცოლემ, თურქეთის მოქალაქე ხატიჯე ჯენგიზამ დახმარებისთვის თურქ სამართალდამცავებს მიმართა.

ხაშოგის გაუჩინარების ამბავი მაშინვე მოედო მსოფლიო მედიას. განმარტება გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიცია სათვალთვალო ვიდეო კამერებს საკონსულოს შესასვლელ-გასასვლელსა და სტამბოლის აეროპორტში მისი გამოჩენის კადრებს სწავლობს და გამოძიების შედეგებს მსოფლიოს წარუდგენს...

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, იმ დროს, როდესაც ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში იმყოფებოდა, იქვე იყო საუდის არაბეთიდან თურქეთში ჩასული 15 პირი, თუმცა, მათი იქ ყოფნის მიზეზი ჯერჯერობით მედიისთვის ცნობილი არ არის. BBC-ის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ის დიპლომატიური კორპუსის ეზოში მოკლეს.

ჟურნალისტი ცნობილი იყო როგორც საუდის არაბეთის ხელისუფლების კრიტიკოსი, რომელიც ვაშინგტონში მას შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად, რაც მის სამშობლოში დისიდენტებს დევნა დაუწყეს და მისი უახლოესი მეგობრებიდან ძალიან ბევრი დააპატიმრეს. მაშინ აქტიური ჟურნალისტი პირადად გააფრთხილეს, თუ ქვეყანას არ დატოვებდა, ცუდად დაამთავრებდა...

ამ ყველაფერს ჰქონდა წინაპირობები - ხაშოგი წლების განმალობაში საუდის არაბეთის უფლისწულს მუჰამად ბინ სალმანის (რომელსაც ქვეყნის ვიცე-პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის პოსტი უჭირავს) თამამად აკრიტიკებდა სხვადასხვა გამოცემებში, მთ შორის The Washington Post-შიც.

გამოცემის სარედაქციო საბჭოს განცხადებით, საუდის არაბეთი, თურქეთი და შეერთებული შტატები პასუხისმგებელი არიან ხაშოგის გაუჩინარებაზე.

მოგვიანებით გაირკვა, რომ 59 წლის ჟურნალისტმა, საკონსულოში შესვლამდე საცოლეს უთხრა, რომ თუ ის დიპლომატიური კორპუსიდან დროულად არ გამოვიდოდა, დახმარებისთვის თურქეთის ხელისუფლებისთვის მიემართა.

BBC-ს ცნობით, თავისი კარიერის დასაწყისში ჟურნალისტს ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტთან, ოსამა ბინ ლადენთან, რომელიც იმ წლებში დასავლეთის საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი პერსონა იყო... ხაშოგის ჟურნალისტური კარიერა 1980-იანი წლებიდან იწყება, მან სწავლა ამერიკაში დაამთავრა და 1985 წელს სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ადგილობრივ გამოცემებთან თანამშრომლობდა.

1990 წელს Al Madina-ს რეპორტიორი იყო, სადაც ავღანეთში, ისლამისტი ბოევიკების თემას აშუქებდა, რომლებიც საბჭოთა შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდნენ. მისი პუბლიკაციების ერთ-ერთი მთავარი გმირი მისივე თანამემამულე ოსამა ბინ ლადენი იყო, რომელიც ავღანეთში მოჯაჰედებს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში შეურთდა.

იმ წლებში, ხაშოგი, ფაქტობრივად ერთადერთი ჟურნალისტი იყო, რომელიც ბინ ლადენთან ინტერვიუებს წერდა. ის და “ალ ქაიდას” ლიდერი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ... ინტერვიუს ასაღებად ჟურნალისტი ბინ ლადენთან, თორა-ბორას გამოქვაბულში იმყოფებოდა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ექსკლუზიური ინტერვიუ 1995 წელს სუდანში შედგა. წლების შემდეგ, ამ ყველაფერზე - ბინ ლადენთან მეგობრობაზე, მისი ცხოვრების დეტალებზე, ცნობილმა ჟურნალისტმა, გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ისაუბრა...

მოგვიანებით, ის მსოფლიო მედიამ ერთ-ერთ ყველაზე მამაც და საუდის არაბეთის ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე ჟურნალისტად გაიცნო. რადიკალურ ისლამიზმთან დაკავშირებით, მის ციტატებს დასავლური მედია ექსპერტის მოსაზრებად მიიჩნევდა... ასევე, წლების განმავლობაში საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა და ქვეყნის ხელისუფლების შესახებ უამრავ ინფორმაციას ფლობდა. გარკვეული დროის განმავლობაში, ადგილობრივ ტელეკომპანიებსა და ბეჭდურ მედიაშიც მუშაობდა. მოგვიანებით, რამდენჯერმე სალაფიზმის ხმამაღალი კრიტიკის გამო სამსახურიც დაატოვებინეს, რის შემდეგაც მან ბრიტანეთსა და ამერიკაში, იბნ ფეისალთანაც იმუშავა, მედიასთან ურთიერთობის დიპლომატიური მრჩევლის რანგში.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტამდე იბნ ფეისალი საუდის არაბეთის დაზვერვის უფროსი იყო... 2010 წელს, ხაშოგს საუდის არაბეთის მილიარდელმა, ალ-ვალიდ-იბნ თალალმა, საუდში ახალი ტელეკომპანია Al Arab-ის ბაჰრეინის შტაბის რედაქტორობა შესთავაზა... თუმცა, მას შემდეგ, რაც მან დასავლურ მედიაში საუდის არაბეთის დიქტატორული მმართველობა გააკრიტიკა, ტელეკომპანია დახურეს.

“არაბული გაზაფხულის” დროს, ხოშაგი ოპოზიციის მხარეს იყო და ეგვიპტესა და ტუნისში რეფორმების განხორციელებას ემხრობოდა, რის გამოც მის მიმართ არაერთი მუქარა განხორციელდა.

2016 წლის დეკემბრიდან, როდესაც საუდის არაბეთის პრინცმა დონალდ ტრამპთან კავშირების დამყარება და ურთიერთობის დალაგება დაიწყო, ჟურნალისტმა პრინცი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა... 2017 წელს, მას შემდეგ, რაც ერ-რიადმა ყატართან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა, რადგან მისი პოზიციით, ის “მუსლიმთა საძმოს” ფინანსურად ეხმარებოდა, რომელსაც ის ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევდა, ხოშაგმა მაშინ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საუდის არაბეთის ხელისუფლება.

იმავე წელს, ის იძულებული გახდა საუდის არაბეთი დაეტოვებინა, რის შემდეგაც, ის პრაქტიკულად ერთდროულად სამ ქვეყანაში, - ამერიკაში, ბრიტანეთსა და თურქეთში ცხოვრობდა. Washington Post-ის ერთ-ერთ პუბლიკაციაში მან საუდის არაბეთის პრინცი, მოჰამედ ბინ სალმანი პუტინს შეადარა, რომელიც განსხვავებულ აზრს დევნის..

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ საუდის არაბეთიდან წამოსვლის შემდეგ, მან პრინცის აქტიური კრიტიკა შეწყვიტა, რაც მისი ოჯახის წევრების ერთგვარი უსაფრთხოების გარანტიაც იყო... ხაშოგის დაკარგვის შემდეგ Washington Post-მა, 5 ოქტომბრის გამოცემაში ერთი სვეტი ცარიელი დატოვა სათაურით “დაკარგული ხმა” (Missing Voice).

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"