ავტორი:

"ჩვენს ქორწილში გურამ საღარაძემ ითამადა, მერე მთელი მატარებელი ხალხი ბათუმში წავედით" - ცნობილი მსახიობების სიყვარულის ისტორია

"ჩვენს ქორწილში გურამ საღარაძემ ითამადა, მერე მთელი მატარებელი ხალხი ბათუმში წავედით" - ცნობილი მსახიობების სიყვარულის ისტორია

მსახიობების - თამარ დათუაშვილისა და ზურაბ ცინცქილაძის წყვილს და მათ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს მაყურებელი კარგად იცნობს. ქალბატონი თამარი ბოლო დროს სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალები", ბოლო სეზონში აქტიურად გამოჩნდა. შევეცადეთ, მსახიობი სულ სხვა ამპლუაში გაგვეცნო.

"ნაირ-ნაირ ტორტს ვაცხობდი"

- მე და ზურამ ოჯახი ადრეულ ასაკში შევქმენით, 18 წლისას უკვე ქალიშვილი შემეძინა და ცხადია, შვილების გამოკვებაზე მიწევდა ზრუნვა, მერე შვილიშვილები გვეყოლა და აქედან გამომდინარე, ბავშვებისთვის საჭირო კერძებს ყოველთვის ვამზადებდი. ადრე მაგალითად, უზარმაზარ, 20-25-კვერცხიან ტორტებსაც ვაცხობდი. ბლომანჟეს ვამზადებ ხოლმე, რამდენიმეფერიანს, ჩემებს ძალიან უყვართ. ყველანაირი კერძის მომზადება შემიძლია. ეს პროცესი მიყვარს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ საქმეში სიყვარულიც არ ჩადე რაღაც დოზით, არაფერი გამოგივა, კერძი უგემური იქნება, ტორტი აუცილებლად ჩავარდება და ა.შ.

"ოლივიე" და ბლინები ჩემი "საფირმოა"

- ჩემი გაკეთებული კერძები ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ძალიან მოსწონთ. სალათი "ოლივიე" და ბლინები ჩემი "საფირმოა". ყველაფრის კეთება ბებიისა და დედისგან ვისწავლე, მერე რაღაცები მეც შევმატე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, შვილებისთვის საჭმელი მე თავად მომემზადებინა. 4-5 კერძს ვაკეთებდი და მერე იმისთვისაც მრჩებოდა დრო, რომ სადმე წავსულიყავი - არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი და წუწუნი (იცინის).

"შვილებს მაგალითს ვაძლევდი"

- თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ვცდილობ, მოწესრიგებული და კარგი დიასახლისი ვიყო. ლამაზად მორთული სუფრა მომწონს, ლამაზი ჭურჭლით, მაგრამ ზედმეტად გადატვირთული - არა. როდესაც სახლში წესრიგია, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი, დასალაგებლად ბევრი ძალისხმევაც არ დაგჭირდება. ჩემმა შვილებმაც იციან, რა როგორ უნდა გააკეთონ - მაგალითს ვაძლევდი, მიყურებდნენ და ასე ისწავლეს, ზედმეტი ლაპარაკისა და მითითების გარეშე.

"ერთმანეთს ულაპარაკოდ ვუგებთ"

- სახლში პროდუქტი ზურას მოაქვს, ეს მაინც კაცის ფუნქციაა, მაგრამ თუ ის ვერ მოახერხებს მოტანას, მე წავალ, რა პრობლემაა? ერთმანეთს ულაპარაკოდ ვუგებთ. ზურას, მაგალითად, გოზინაყი მოუმზადებია ახალ წელს. სიმართლე გითხრათ, კაცი სამზარეულოში არ მიყვარს, მაშინ როცა იქ მე ვარ. თუ უნდა, კარი შეიკეტოს, გააკეთოს და მერე დამიძახოს (იცინის). მახსოვს, თეა და ანი პატარები რომ იყვნენ, ზურა მათ ხელოვნურ საკვებს უმზადებდა დიდი ენთუზიაზმით, თან ძალიან სუფთად და სტერილურად.ტრადიციული სუფრის მოყვარულია, ხშირადაა თამადა, თანაც აღიარებული. აქ სმაზე არაა ლაპარაკი, მთავარი სუფრის წაყვანაა, იუმორი, ლექსები, სიმღერები, საუბარი და ა.შ. მასთან ერთად ქეიფი ძალიან მოსწონთ. ტრადიციულად, დაბადების დღეებსა და სხვა ძირითად დღესასწაულებს ოჯახი ერთად აღვნიშნავთ, მერე კი გოგონები მეგობრებთან ერთადაც მიდიან სადმე.

- როცა ბატონი ზურა გაიცანით, მასში ყველაზე მეტად რამ მოგხიბლათ?

- პირველივე დღიდან ვიგრძენი რაღაც, მაგრამ გაცნობიდან სამი წელი იყო გასული, როდესაც დავახლოვდით. ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ. ხშირად დავდივართ დასასვენებლად თუ სამოგზაუროდ, ხშირად - ცალ-ცალკეც გვიწევს, რადგან გადაღებები სხვადასხვა ადგილას გვაქვს. მაგრამ როგორც მსახიობებს, ერთადაც ხშირად გვიწევდა ყოფნა. მსახიობების წყვილი მაინც სხვანაირად კარგად უგებს ერთმანეთს...განაგრძეთ კითხვა

1 030 ახალი ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 32 801 ტესტის შედეგები

"რიონის ხეობის მცველები" ქუთაისიდან სოფელ გუმათში დაბრუნდნენ - რა ვითარებაა ადგილზე დილიდან

"სინდისიც კარგი საქონელია!..." - რა მიმართვას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღასა და "ლოკდაუნთან" დაკავშირებით?