ავტორი:

მეთერთმეტეკლასელი გოგონა 25 წლამდე მამაკაცმა მოიტაცა - არასრულწლოვანს პოლიცია ეძებს

მეთერთმეტეკლასელი გოგონა 25 წლამდე მამაკაცმა მოიტაცა - არასრულწლოვანს პოლიცია ეძებს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მეთერთმეტეკლასელი გოგონა მოიტაცეს. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, არასრულწლოვანი შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ის 25 წლამდე ასაკის ბიჭმა მოიტაცა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

ოჯახის წევრებმა პოლიციას უკვე მიმართეს.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პოლიციამ თბილისში დააჯარიმა 2 კოვიდინფიცირებული, რომელიც ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებოდა

ცოლად შერთვის მიზნით, 16 წლის გოგონას გატაცების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ასაღებდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს - რა გამოავლინა საგამოძიებო სამსახურმა თბილისის 19 აფთიაქში