ავტორი:

რა არის კრაფტი და რატომ გამოიწვია უდიდესი ინტერესი საზოგადოებაში?

რა არის კრაფტი და რატომ გამოიწვია უდიდესი ინტერესი საზოგადოებაში?

ის რაც წლების წინ ყოველდღიური რეალობა იყო, ახლა ყოველდღიური ცხოვრების ის ნაწილი გახდა, რომელსაც ხშირად სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ და არც ვაფასებთ. ეს კრაფტია - ხელსაქმე, რომელსაც შეუძლია ზედმეტი სტრესისა და ნერვიულობისგან გაათავისუფლოს ჩვენი სხეული და გონება. თუმცა ადამიანების უმეტესობა მას ყურადღებას არ აქცევს და ვერც ხვდება, როგორ შეუძლია დაეხმაროს და ცხოვრება გაუმარტივოს მარტივმა ხელსაქმემაც კი.

ხელსაქმის ბევრმა მოყვარულმა შეიძლება არც იცის, რომ უნიკალური ნივთის შექმნის პარალელურად, ის გონებას განტვირთვაში, ნერვებს - დამშვიდებასა და სხეულს რელაქსაციაში ეხმარება.

ექიმები და ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ ნებისმირი სახის ხელსაქმე დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე. მათ, ვინც ხელსაქმით არიან დაკავებული, ყველაზე კარგად ესმით, რომ კრაფტს ადამიანის სრულ ფსიქოლოგიურ კომფორტამდე მიყვანა შეუძლია.

ხელსაქმე ხელს უწყობს ნერვიული სისტემის მოწესრიგებას, რაც ყოველდღიურად სტრესულ და ემოციურ გარემოში მომუშავეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგიური განტვირთვის გარდა, ხელსაქმე ტვინის მუშაობაზეც დადებითად აისახება. ცნობილია, რომ ხელისგულებზე უამრავი რეცეპტორი მდებარეობს. ამიტომ, ხელსაქმე, თუნდაც, ქარგვის პროცესი, ხელს უწყობს მათ სტიმულირებას, რაც საბოლოოდ ტვინის მოქმედებაზე აისახება. კრაფტზე მუშაობის პროცესი ავითარებს ყურადღებას, მეხსიერებას და მეტყველების გაუმჯობესებასაც კი უწყობს ხელს.

ხელსაქმის პროცესი დადებითად მოქმედებს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა ის განსაკუთრებით კარგი ანტისტრესული საშუალებაა ორსული ქალბატონებისთვის.

21-ე საუკუნეში, როდესაც ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის მოზარდებისა და ბავშვების ცხოვრებაში, უდიდესი ადგილი ტექნოლოგიურ მოწყობილობებს უკავია, ალტერნატიული შეთავაზებების არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. კრაფტი კი სწორედ ის ალტერნატივაა, რომელიც ბავშვების კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაზე დადებითად მოქმედებს. სწორი მიდგომის შემთხვევაში შეგვიძლია ეკრანი თავისუფლად ჩავანაცვლოთ ხელსაქმით.

ხელსაქმის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ის ჩარჩოებში არ გსვამთ და მრავალფეროვანი ნივთების დამზადების შესაძლებლობას გთავაზობთ. ამაში კი ხელსაქმისთვის საჭირო ნივთებმაც უნდა შეგიწყონ ხელი. ქართულ ბაზარზე კრაფტის გამორჩეულ ასტორტიმენტს „ბიბლუსი გალერეა“ გთავაზობთ. მაღაზია იმდენად მრავალფეროვან და ორიგინალურ არჩევანს გთავაზობთ, რომ წარმოუდგენელია კრაფტერმა, მისი გემოვნებისა და სურვილების მიუხედავად, მისთვის სასურველი ატრიბუტი ვერ აღმოაჩინოს.

"შემოვალ ეტლით" - წიგნი ბედნიერებისათვის მებრძოლთათვის ჟურნალ "გზასთან" ერთად

ჟურნალ "გზასთან" ერთად, იწყება ახალი პროექტი - სერია „ომებსა და ადამიანებზე“

„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ - თამაშების ყუთი, რომელიც ბავშვებს ტექნოლოგიებს დროებით დაავიწყებს, უფროსებს კი ბავშვობაში დააბრუნებს