ავტორი:

სატრანსპორტო ცვლილებები, რომლებსაც მთავრობა უახლოეს წლებში განახორციელებს

სატრანსპორტო ცვლილებები, რომლებსაც მთავრობა უახლოეს წლებში განახორციელებს

2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით ავტობუსის ზოლები, ე.წ. ბასლაინები მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, უკვე ცნობილია ის ადგილები, სადაც ავტობუსის ზოლები მოეწყობა.

„პრაქტიკულად უკვე სრულდება სატრანსოპორტო სისტემის განახლებისა და ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ჩატარებული კვლევა, რომელსაც კომპანია „სისტრა“ აკეთებს. ჩვენ EBRD-ის გან მივიღეთ გრანტი, დაახლოებით 1 მილიონი ჯდება ამ კვლევის ჩატარება, რომელიც იანვარში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება. ამის შემდეგ გვექნება ქალაქის სატრანსპორტო მასტერპლანი, რომელიც ჩვენს დედაქალაქის არასდროს ჰქონია. ჩვენ გვეცოდინება როგორ უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო ავტობუსი; ასევე გვეცოდინება გვჭირდება თუ არა ჩვენ მიკროავტობუსები ქალაქში და ა.შ. წლის ბოლოს ეს კვლევა დასრულებული იქნება.

2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით ავტობუსის ზოლები, ე.წ. ბასლაინები მოეწყობა იმისთვის, რომ ავტობუსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული. უკვე გვაქვს სქემები. ჩვენთან ერთად მუშაობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტები და მათი დახმარებით უკვე მთელი ქალაქის მასშტაბით შემუშავებულია კონკრეტული ადგილები, სადაც ავტობუსისთვის სწრაფი გადაადგილების ზოლები უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, 2019 წლის შემდეგ ქვეყანაში შემოსული ყველა ავტობუსი ელექტრო იქნება. თბილისის მერის თქმით, 18 მეტრიანი ავტობუსების საჭიროება იმ კვლევის შუალედურმა დასკვნამ აჩვენა, რომელსაც „სისტრა“ მერიის დაკვეთით ატარებს.

„2020 წლიდან დედაქალაქში დამატებით შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის, 18 მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი. თავიდან მეგონა 18 მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება ქალაქში შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა იმ კვლევით, რომელსაც კომპანია „სისტრა“ ატარებს და ჩვენ გვაქვს უკვე შუალედური მონაცემები, ამ კვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლიდან დედაქალაქს სჭირდება ელექტროავტობუსები, რომელიც უნდა იყოს 18 მეტრიანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ 550 ავტობუსს, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში, დაახლოებით 900 ერთეულამდე გაიზრდება და 2019 წლის შემდეგ შემოსული ყველა ავტობუსი იქნება ელექტრო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, მწვანე ეკონომიკა არის რეფორმების მთავარი ქვაკუთხედი.

„2 თვის წინ, ზუსტად ამ ადგილას, მე გავაკეთე პრეზენტაცია ჩვენი ხედვის შესახებ, რომელიც უკავშირდება მწვანე პოლიტიკას და მწვანე ეკონომიკას. მწვანე ეკონომიკა არის ჩვენი რეფორმების მთავარი ქვაკუთხედი. ეს ხედვა მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას როგორიც არის სოფლის მეურნეობა, საწვავის სტანდარტი, ტრანსპორტი და ა.შ. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, თუმცა, ამავდროულად, ეს გეგმა დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მთავრობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ორ მსხვილ მწარმოებელთან, რათა საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა აშენდეს. ამასთან, ბახტაძემ ელექტრომობილების ახალი სალიზინგო სქემებისთვის სტიმულის მიცემაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტობრივად იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, 5 წლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯების გარეშე. ბუნებრივია, ეს ქმნის ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გაგვიჩნდება ბაზარი, საკმაოდ მსხვილი და ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ორ ყველაზე მსხვილ ბრენდთან მოლაპარაკებას, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მოლების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე მიეცეთ გახსნის საშუალება, სანაცვლოდ კი იანვრის განმავლობაში დაიკეტონ

"50-კილოგრამიანი ფქვილის ტომრის ფასი 53 ლარი იქნება" - ლევან დავითაშვილი

"ველოდებით დასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს" - მაია ცქიტიშვილი