ავტორი:

რა გვიჯდება ხელისუფლების შენახვა?

რა გვიჯდება ხელისუფლების შენახვა?

საქართველოს ბიუჯეტის 20-23% ხელისუფლების შენახვაში იხარჯება. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჩინოვნიკების ხელფასებსა და სხვა მომსახურებაზე 2, 6 მლრდ ლარი დაიხარჯება. თუ ამას სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს დავუმატებთ, ამ ხარჯმა შესაძლოა, 3 მლრდ-ს მიაღწიოს. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტია, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში უკვე შევიდა.

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით საბიუჯეტო ორგანიზაციებში შრომის ანაზღაურებაზე - 1 473 769 700 ლარი; საქონელსა და მომსახურებაზე კი 1 193 968 100 ლარია გათვალისწინებული.

ცნობისთვის, 2018 წლის ბიუჯეტის გეგმით, შრომის ანაზღაურებაზე - 1 413 619 100 ლარი; საქონელსა და მომსახურებაზე კი 1 201 306 100 ლარია გათვალისწინებული; 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებით კი - საბიუჯეტო ორგანიზაციებში შრომის ანაზღაურებაზე - 1 385 370 000; საქონელსა და მომსახურებაზე - 1 248 448 000 ლარი დაიხარჯა.

შესაბამისად, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლის მიხედვით, ხელისუფლების შენახვაზე ჯამში, 2 633 818 000 ლარი დაიხარჯა; 2018 წლის ბიუჯეტის გეგმით - 2 614 925 200 ლარი; ხოლო 2019 წლის ბიუჯეტით - 2 667 737 800 ლარია გათვალისწინებული. განაგრძეთ კითხვა

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი კიევში - დახვედრის როგორი ცერემონია მოუწყვეს საქართველოს პრეზიდენტს უკრაინაში

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი