ავტორი:

უბედური შემთხვევა ბათუმში - საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

უბედური შემთხვევა ბათუმში - საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან 51 წლის მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია