ავტორი:

„ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს აფრთხილებს

„ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს აფრთხილებს

„ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელებში შეძენილი „სამსუნგის“ სმარტფონი ოფიციალური ჰოლოგრამით დასტურია, რომ თქვენ გარანტირებულად ყიდულობთ ახალ და ორიგინალ პროდუქტს, - ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ განცხადებაში. აღნიშნული განცხადებით, კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, თუ როგორ უნდა გაარჩიონ ფალსიფიცირებული, არაორიგინალი პროდუქცია ორიგინალისგან.

„ელიტ ელექტრონიქსი“ როგორც „სამსუნგის“ ოფიციალური რითეილ პარტნიორი, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ავრცელებს ინფორმაციას „სამსუნგის“ ბრენდის მიერ შემუშავებული ახალი ჰოლოგრამის თაობაზე, რათა არ შევიდეს მომხმარებელი შეცდომაში და ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება გავარჩიოთ ფალსიფიცირებული არაორიგინალი პროდუქცია ორიგინალისგან და რა დამატებითი ბენეფიტებით შეუძლიათ ისარგებლონ.

„სამსუნგი“ სმარტფონებისთვის იყენებს ოფიციალურ ჰოლოგრამას, იმისათვის რომ განასხვავოს მისი ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალური ანალოგებისგან. განახლებული ჰოლოგრამის დიზაინი კიდევ უფრო მეტად ადაპტირდა საქართველოს ბაზრისთვის - მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუკის კონტურია დატანილი. „სამსუნგის“ განახლებული ჰოლგორამა დატანილი იქნება ყველა ოფიციალური სმარტფონის ყუთის წინა ფასადზე.

„სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის, შემოწმებულია და სრულად თავსებადია ქართულ ბაზარზე არსებულ მობილური ოპერატორების ქსელებთან. სმარტფონში არსებული პროგრამები და აპლიკაციები მორგებულია ადგილობრივ ბაზარს და აქვს ორიგინალი დამტენი მოწყობილობა, რომელიც ადაპტირებულია ადგილობრივ ელ-ქსელზე.

„სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამიან სმარტფონს გააჩნია „სამსუნგის“ ოფიციალური გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზირებულ სერვის ცენტრში მიმართვისას მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.

„ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელებში შეძენილი „სამსუნგის“ სმარტფონი ოფიციალური ჰოლოგრამით დასტურია, რომ თქვენ გარანტირებულად ყიდულობთ ახალ და ორიგინალ პროდუქტს. ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას მომხმარებელი მიიღებს განსაკუთრებულ საჩუქრებს, ფასდაკლებებს და ისარგებლებს აქციებით როგორიცაა მაგალითად Trade-In და „უსაზღვრო ეკრანის გარანტია“, – ნათქვამია განცხადებაში.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი