ავტორი:

რა კავშირია მოკლულ ჯამალ ხაშოგსა და პრინცესა დაიანას შორის

რა კავშირია მოკლულ ჯამალ ხაშოგსა და პრინცესა დაიანას შორის

ოქტომბრის დასაწყისში საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საკუთარი ქვეყნის საკონსულოში შევიდა, რათა განქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი აეღო. ხაშოგი თურქ საცოლეზე დაქორწინებას გეგმავდა. საკონსულოში შესვლის შემდეგ ჟურნალისტი გაუჩინარდა.

თურქი სამართალდამცველები ამბობენ, რომ აქვთ აუდიო და ვიდეომასალა, სადაც ხაშოგის წამებით სიკვდილია გადაღებული. ასევე, ჩანს, როგორ დაანაწევრა მისი სხეული საუდის არაბეთიდან ჩასულმა 15 კაციანმა გუნდმა.

ბრიტანულმა მედიამ გაარკვია, რომ პრინცესა დაიანას მეგობარი მამაკაცი, დოდი ალ ფაიედი ხაშოგის მამიდაშვილი იყო.

ფაიედი ეგვიპტეში, ალექსანდრიაში დაიბადა. მისი დედა სამირა ხაშოგი იყო, საუდელი მილიარდერის - ადნან ხაშოგის და. ადნანი ჯამალის მამა იყო.

დაიანამ და ფაიედმა ერთმანეთი 1986 წელს გაიცნეს, დოღზე. იმ დროისთვის დაიანა ჯერ კიდევ პრინც ჩარლზზე იყო დაქორწინებული. მოგვიანებით დაიანასა და ფაიედს ერთმანეთი შეუყვარდათ, 1997 წელს წყვილი კოცნის დროს გადაიღეს. პრინცესა საყვარელ მამაკაცზე დაქორწინებასაც გეგმავდა.

პრინცესა და მისი საყვარელი მამაკაცი ერთად გარდაიცვალნენ პარიზში, ავტოკატასტროფის შედეგად.

როგორც აღმოჩნდა, გარკვეული კავშირი წლების წინ ტრამპსა და ჯამალ ხაშოგის ოჯახს შორისაც არსებობდა - Express წერს, რომ 1987 წელს დონალდ ტრამპმა ადნან ხაშოგის იახტა 22.8 მლნ ფუნტად შეიძინა.