ავტორი:

ქუთაისში მდინარე დააშრეს და ფსკერი ბეტონით მოაპირკეთეს - ფოტო და ვიდეოკადრები ადგილიდან

ქუთაისში მდინარე დააშრეს და ფსკერი ბეტონით მოაპირკეთეს - ფოტო და ვიდეოკადრები ადგილიდან

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მდინარე ოღასკურა დროებით დააშრეს, ფსკერი კი მოაბეტონეს. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

"მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ჯებირების გამაგრება მესმის, მდინარის კალაპოტის გაწმენდა მესმის, მაგრამ მდინარის ფსკერის ბეტონით მოპირკეთება არა. აქ მთლიანად დაირღვევა ეკო-სისტემა. საავტომობილო გზა ან ველობილიკი არ გეგონოთ. ეს მდინარე ოღასკურაა ქუთაისში, რომლის ფსკერი მოაბეტონეს“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის "საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

ქუთაისის მერიაში მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის შესახებ განმარტება გააკეთეს. მერიის განმარტებით, მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობა მონოლითური ბეტონით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, როგორც ჯებირების, ასევე ფსკერის მოწყობას.

"შესაბამისად, მდინარე სწრაფად გაატარებს წყალს და არ მოხდება მოსახლეობის დატბორვა. ამასთან, მომავალში მოგროვებული ქვა-ღორღი, ქვიშა თუ ხის ნარჩენები ადვილად გაიწმინდება, რათა მოსახლეობა კიდევ ერთხელ არ დადგეს დატბორვის საშიშროების წინაშე. მდინარე ოღასკურა გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ გაწმენდილა, რის გამოც უხვი ნალექის დროს ადიდებული მდინარე მთელ ქალაქს ტბორავდა და მოსახლეობას აზარალებდა. ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა მდინარის კალაპოტის მოწყობის პროექტი, რათა აღნიშნული პრობლემა ქალაქში საბოლოოდ მოგვარდეს. სხვადასხვა დროს დაგროვებული სილისა და ნალექის გამო, მდინარის კალაპოტი 3-4 მეტრამდე იყო შემცირებული, ახლა ის 7 მეტრამდე გაფართოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ამასთან, მდინარის კალაპოტში მოიჭრა ერთ მეტრამდე მიწა", - აცხადებენ მერიაში.

VIDEO: კადრები ქუთაისიდან, სადაც მდინარე მოაბეტონეს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ