ავტორი:

Fuckup Nights Tbilisi -ის მორიგი საღამო 26 ოქტომბერს გაიმართება

Fuckup Nights Tbilisi -ის მორიგი საღამო 26 ოქტომბერს გაიმართება

Fuckup Nights-ის უკვე წარმატებულად ჩატარებული ხუთი ღონისძიების შემდეგ, 26 ოქტომბერს კიდევ ერთი მხიარული, სასიამოვნო და ძველი ფორმატისგან ოდნავ განსხვავებული საღამო გელოდებათ, რომლის მთავარი თემა ამჯერად Fintech-ია ანუ ტექნოლოგიებისა და ფინანსების ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულება.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები და „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ თანადამფუძნებლები, გური ქოიავა და ჰაიკ ასრიანცი გვპირდებიან, Fintech-ის მიმართულება განსაკუთრებით საინტერესო იქნება ყველა იმ პირისთვის, ვინც გეგმავს, მისი მომავალი სტარტაპი სწორედ ფინანსებსა და ტექნოლოგიების ინოვაციებს დაუკავშიროს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიურ სტარტაპებზე ბავშვებმა სკოლის მერხიდან ისაუბრონ, უკვე დასხდნენ და ერთმანეთში ეძებონ პარტნიორები, რომლებიც ადრე თუ გვიან თავიანთ სტარტაპებს დაიწყებენ. განსაკუთრებით, ჩვენ გაგვიხარდება, თუ ტექ-სტარტაპების მიმართულებები გააქტიურდება.

Fintech-ის მიმართულება არის ძალიან დიდი, ლონდონის მაგალითი აჩვენებს, რომ იქ Fintech ინოვაციები იზრდება და ჩვენ შემთხვევაში შეგვიძლია, ამ მიმართულებით, შემდეგი რეგიონული ჰაბი გავხდეთ. თუ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც Fintech იდეებს სტარტაპის დასაწყებად გამოიყენებს, ალბათ იდეალური იქნება, რომ ახალი მიმართულებები, ახალი სერვისები და პროდუქტები აქედან დაინერგოს და მთლიან რეგიონში გავრცელდეს“, - აღნიშნა „თბილისის სარტაპ-ბიუროს“ თანადამფუძნებელმა გური ქოიავამ.

რაც შეეხება Fuckup Nights Fintech Edition-ის ფორმატს, ოთხი სპიკერი შვიდი წუთის განმავლობაში პრეზენტაციის ათი „სლაიდით“ აუდიტორიას ფინანსებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თავისი მარცხის შესახებ უამბობს, გაუზიარებს გამოცდილებას, თუ რა შეცდომები დაუშვა, რა გააკეთა არასწორად და რამ გამოიწვია მისი ბიზნესის წარუმატებლობა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც Fuckup Nights-ი აუდიტორიაში მოწონებას იმსახურებს, სხვისი შეცდომების გამოცდილების გაზიარებით შესაძლებელია ვისწავლოთ და ვიცოდეთ სხვება რა შეცდომები დაუშვეს.

„რაც მთავარია, ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანია სტუმრებს შორის კომუნიკაცია. სანამ ხალხი Fuckup Nights-ზე დასასწრებად იკრიბება, პირველი ნახევარი საათი ყოველთვის იმისთვის გვაქვს გამოყოფილი, რომ ერთმანეთი გაიცნონ, ერთმანეთის საქმიანობის შესახებ შეიტყონ, ბიზნეს-ბარათები გაცვალონ, სამომავლო პროექტებსა და პარტნიორობაზე ისაუბრონ, ერთმანეთს სერვისების და პროდუქტების განვითარებაში დაეხმარონ.

შემდეგი ნაწილი, რასაც ყველა ელოდება ხოლმე არის სპიკერების გამოსვლა და ბოლოს სხვადსხვა კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებული საინტერესო გათამაშებები გვაქვს ხოლმე“, - აღნიშნა გური ქოიავამ.

„ყველა ღონისძიების შემდეგ ჩვენ გვაქვს უკუკავშირი იმ პირებთან, ვინც ესწრებოდა. მონაწილეები ყველა ღონისძიების შემდეგ გვწერენ, გვაძლევენ რეკომენდაციებს, აქვთ თავიანთი სურვილები და ვცდილობთ, მოვერგოთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი აზრი, ვინც Fuckup Nights-ის საღამოებს მუდმივად ესწრება. ჩვენი მიზანია, რომ ეს ქომუნითი, რომელიც Fuckup Nights-ზე იკრიბება, მუდმივ კომუნიკაციაში იყოს ერთმანთთან, ჰქონდეთ საქმიანი ურთიერთობები, არ შეეშინდეთ მარცხის და სცადონ არსებული თუ ახალი სტარტაპების განვითარება, განსაკუთრებთ ტექ-მიმართულებით", - აღნიშნა გური ქოიავამ.

თუ ჯერ კიდევ არ იცით მოძრაობა Fuckup Nights-ის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ, ღონისძიებაზე დასწრებამდე უნდა გაითვალისწინოთ, რომ Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც პროფესიული მარცხის ისტორიებს გადმოსცემს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას დაინტერესებულ აუდიტორიას უზიარებს.

მათი პრეზენტაცია მოიცავს ბიზნეს-ისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება ან ეს შეიძლება იყოს პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა ან პროდუქტი, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და ახლა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის ერთ-ერთი კი საქართველოა.

თუ Fuckup Nights-ით თქვენი ბიზნეს-საქმიანობისა დ პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესება გადაწყვიტეთ ან უბრალოდ გსურთ, რომ საღამოს საინტერესოდ და მხიარულად გაატაროთ, მიიღოთ მსუბუქი ალკოჰოლი და ახალი მეგობრები გაიჩინოთ, „ფაბრიკაში“ 19:00 საათზე ყველაზე საინტერესო ისტორიების მოსასმენად უნდა მიხვიდეთ.

vol. 6 - სპიკერები არიან:

შოთა გიორგობიანი - Optio.Ai-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორიდავით მიზანდარი - Biletebi.ge-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორილევან ლაბარტყავას, ანტრეპრენერი და ბიზნეს-კონსულტანტიკობა ქურდაძე, UniPAY-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

ღონისძიების ორგანიზატორები არიან Tbilisi Startup Bureau, Impact Hub Tbilisi და Finetech.ge.

ამასთან, Fuckup Nights Tbilisi vol. 6-ის პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures (კედარივენჩერს), ლურჯი ოკეანე Blue Ocean; წარმატების ბიბლიოთეკა, Snap Fitness Georgia, adjaranet.com და Estrella Damm.

FB ივენთი: https://goo.gl/qo8rUy

#sharethefailure

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი