თბილისმა "სპარის“ პირველ ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს გარდა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს.
სპარის 12-მა დელეგატმა სხვადასხვა ქვეყნებიდან, კონფერენციაზე საცალო გაყიდვებში მიმდინარე გლობალური ტენდენციების შესახებ ისაუბრა.
კონფერენციის მიზანი სპარ საქართველოს რეგიონული ფრენჩაიზორებისთვის, კომპანიის სტრატეგიული პარტნიორებისა და სპარ საქართველოს ტოპ მენეჯმენტისთვის საერთაშორისო საცალო გაყიდვებში სპარის გლობალური გამოცდილების გაზიარება იყო.
კონფერენციის პროგრამის ფარგლებში სპარ ინთერნეიშენალის საერთაშორისო საცალო და განვითარების დირექტორმა დევიდ მურიმ ისაუბრა, თუ როგორ ეტაპობრივად და სწრაფად ვითარდება სპარის ბრენდი მსოფლიოში.
დევიდ მურიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში ფრენჩაიზინგის მოდელის შესაძლებლობებზე.
კონფერენციაზე განიხილეს მსოფლიო და მათ შორის საქართველოს ბაზარზე საცალო გაყიდვებში, უბნის ფორმატის მაღაზიების მიმართულებით ფრენჩაიზინგის წარმატებული პროექტები.
ისაუბრეს საქართველოში სპარის ბრენდის 3- წლიანი ოპერირების შედეგებსა და სამომავლო განვითარების გეგმებზე.
პირველი საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ, თბილისში, კარტოზიას 10 ნომერში სპარის მე-100 მაღაზია გრანდიოზულად გაიხსნა.
_2018-10-25_HFYjt34dPFqiy4V.jpg)
ინფორმაცია სპარ საქართველოს შესახებ
სპარი არის ჰოლანდიური წარმოშობის საერთაშორისო სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია მსოფლიოს 54 ქვეყანაში.
სპარი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა 2014 წელს. აღსანიშნავია, რომ ფრენჩაიზინგის მიმართულებით სპარ საქართველოს რეგიონულ პროექტს ქვეყნის ეკომონიკის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს, რადგან სპარი ნებისმიერ მეწარმეს, რომელსაც აქვს ან სურს გახსნას საცალო გაყიდვების ბიზნესი, სთავაზობს სპარის ბრენდის ქვეშ გაერთიანებას. იგი საქართველოს ბაზარზე უკვე წარმოდგენილია 100 მაღაზიით, აქედან მაღაზიების ერთი მესამედი რეგიონული ფრენჩაიზერია. სპარი ფრენჩაიზორ პარტნიორს ბიზნეს გეგმიდან მაღაზიის ლენტის გაჭრამდე და შემდგომ უკვე საოპერაციო მენეჯმენტის კუთხით სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
რეგიონული განვითარების გეგმის ფარგლებში 2019 წლის ბოლომდე სპარი საქართველოში უკვე წარმოდგენილი იქნება 263 მაღაზიით.
R