ავტორი:

"მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით" - თემურ ალასანია გავრცელებულ ჩანაწერზე

"მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით" - თემურ ალასანია გავრცელებულ ჩანაწერზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია უკრაინულ პორტალზე გავრცელებულ აუდიოს, რომელშიც თითქოსდა სააკაშვილთან ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობს, „სრულ ფაბრიკაციას“ უწოდებს.

როგორც ალასანია სოციალურ ქსელში წერს, „მკვლელობებს საერთოდ არ უკვეთავს და მითუმეტეს, ტელეფონით“.

“ჩემსა და პრეზიდენტს შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო “მხილებების” ბოლო ჰიტად უნდა იქცეს, წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათა ღელვას. შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით. ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბეცილები, რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოდ გადაყლაპოს. ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება და არც ჩემი ხმა. მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს, ტელეფონით. და მეორე. ეტყობა ძალიან გაუჭირდათ და დამარცხება მათთვის გარდაუვლია. საიდან ვიცი? იქიდან, რომ ოჯახის წევრებზე ქმნიან კომპრომატს“, - წერს თემურ ალასანია.

Imedinews.ge-ს ინფორმაციით, უკრაინულ ვებ-გვერდზე სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას სავარაუდო საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, თემურ ალასანია ამბობს: „ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას“.

იხილეთ აუდიოჩანაწერი