ავტორი:

თოშა ქებურია საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა - ქართველი მილიონერის გრანდიოზული ქორწილის ყველა დეტალი

თოშა ქებურია საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა - ქართველი მილიონერის გრანდიოზული ქორწილის ყველა დეტალი

სანამ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საარჩევნო ციებ-ცხელებაშია ჩართული, მილიონერმა ბუბა ქებურიამ გადაწყვიტა და საკუთარ ვაჟს, თოშა ქებურიას კაჭრეთში გრანდიოზული ქორწილი გადაუხადა.

თორნიკე ქებურიამ ულამაზეს მოდელზე ქეთი ჟღენტზე ერთი წლის წინ იქორწინა და წყვილს ერთი თვის ქალიშვილი კატერინაც ჰყავთ, მაგრამ ქორწილის გადახდა დღემდე ვერ შეძლეს. ქეთის და თოშას ქორწილისთვის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის ამერიკიდან, რუსეთიდან და საფრანგეთიდან.

პატარძალს ქორწილში ულამაზესი კაბა ეცვა, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნა Elie Saab-ის მოდის სახლმა. ქეთი პრესტიჟულ მოდის სახლს ერთი წლის წინ ეწვია, მაგრამ რატომღაც კაბის შეკერვა აქამდე ვერ დასრულდა.

წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, საიდანაც ვერტმფრენით კაჭრეთში ჩაფრინდნენ.

თოშა ქებურიას მამის კუთვნილი სასტუმროს ეზო ულამაზესად იყო მოწყობილი, მწვანე მდელო ყვავილებით იყო მორთული. პატარძალი სიძესთან მამამ მიიყვანა.

ქორწილს ორი წამყვანი ჰყავდა, ერთ-ერთი გახლდათ მომღერალი ზურა მანჯავიძე, რომელიც საქორწინო ცერემონიალს ქართულ-რუსულად უძღვებოდა.

მას შემდეგ რაც წყვილი კაჭრეთში ვერტმფრენით დაეშვა და ხელი მოაწერეს, ცაში აფრინდნენ თეთრი მტრედები გაგრძელება+ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება