ავტორი:

ავარია ხაშურთან - 6 დაშავებულიდან 3 მცირეწლოვანი ბავშვია

ავარია ხაშურთან - 6 დაშავებულიდან 3 მცირეწლოვანი ბავშვია

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივესთან „მერსედესის“ მარკის მსუბუქ ავტომობილს სატვირთო შეეჯახა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფმა 6-მა მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებულთაგან სამი მცირეწლოვანი ბავშვია.

ავარიის შედეგად დაზარალებული 6 პირი ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ამ წუთებში ყველა საჭირო კვლევა მიმდინარეობს. რაც შეეხება ბავშვებს- 3, 4 და 5 წლის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ერთ-ერთ დაშავებულს, რომელსაც სხვა დაზიანებებთან ერთად ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, დაუყოვნებლივ ოპერაცია ჩაუტარდეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია