ავტორი:

სად შევიძინოთ სმარტფონი საუკეთესო პირობებით? - თბილისში ახალი მულტიბრენდული მაღაზია გაიხსნა

სად შევიძინოთ სმარტფონი საუკეთესო პირობებით? - თბილისში ახალი მულტიბრენდული მაღაზია გაიხსნა

თუ თქვენი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურებაა, მაშინ სწორედ თქვენთვის გაიხსნა ახალი მაღაზია iSmarts, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტექნიკისა და აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს.

კომპანიის გენერალური მენეჯერი გვანცა მიქუჭაძე განმარტავს, რომ მათ მიერ ახალი ბრენდის iSmarts-ის შექმნა ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ განაპირობა. მისი თქმით, მომხმარებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში შეიძინოს მისთვის სასურველი სმარტფონი და მიიღოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

„მომხმარებლების მხრიდან წლების განმავლობაში იყო მოთხოვნა, შეგვეთავაზებინა სხვა ბრენდის ტექნიკაც. ეს ყველაფერი კი გამოწვეული იყო iTechnics-ის მაღალი რეპუტაციითა და მის მიმართ არსებული ნდობით ბაზარზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, iSmarts-იც მალე მოიპოვებს მომხმარებლის ნდობასა და რეპუტაციას,“ - განაცხადა გვანცა მიქუჭაძემ.

iSmarts-ში წარმოდგენილია Apple-ის, Samsung-ის, Huawei-ისა და Xiaomi-ის სმარტფონები, აქსესუარები, როგორიცაა ყურსასმენები, დინამიკები, დამტენები, დრონები და სხვა. გარდა სტანდარტული პროდუქციისა მაღაზიაში ექსკლუზიურად გაიყიდება ინოვაციური ტექნიკის მრავალფეროვანი ასორტიმენტი. მაღაზიაში მომხმარებელს საშუალება აქვს, ითამაშობს Playstation, Xbox, მოირგოს VR-ის სათვალეები და თავად გამოსცადოს ყველა იმ ინოვაციური ტექნიკის შესაძლებლობები, რომელიც მაღაზიაშია წარმოდგენილი. iSmarts-ის დიდი უპირატესობა იქნება ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი ბრენდების პარტნიორები არიან და მომხმარებლისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზებას შეძლებენ. მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან გამომდინარე პროდუქცია სხვადასხვა ბიუჯეტის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი.

iSmarts-ში შეძენილ ტექნიკაზე ისარგებლებთ საუკეთესო საგარანტიო პირობებით, დაზღვევით, ყველა საჭირო აქსესუარითა და პროგრამული უზრუნველყოფით.

რაც შეეხება iTechnics-ს, რომლის ახალ მიმართულებასაც წარმოადგენს, iSmarts-ი, ბაზარზე უკვე 7 წელია ოპერირებს და საქართველოში Apple-ის ავტორიზებულ რესელერს წარმოადგენს.

„კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ ჩვენ, როგორც მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიას, მოგვენიჭა ეს სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ნაყიდ ტექნიკაზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ოფიციალური გარანტია მოქმედებს. 365 დღის განმავლობაში ხდება პროდუქციის შეცვლა, რაც მომხმარებლისთვის საკმაოდ დიდი კომფორტია. მაღალია ჩვენი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხიც,“ - განმარტავს iTechnics-ის მარკეტინგის მენეჯერი ირაკლი ქირია.

ახალი მიმართულების დამატებასთან ერთად, მულტიბრენდული გახდა iSmarts Service-იც, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სერთიფიცირებული სპეციალისტებით არის დაკოპლექტებული. აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმებული ადამიანების შეზღუდული დროიდან გამომდინარე კომპანია თავის მომხმარებლებს სთავაზობს ადგილზე მომსახურების სერვისს. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფი პრობლემის მოსაგვარებლად მომხმარებელს სასურველ დროსა და სასურველ ადგილზე მიაკითხავს.

მაღაზია iSmarts-ი 26 ოქტომბერს, ჭავჭავაძის 34 ნომერში, სავაჭრო ცენტრ „პიქსელში“ საზეიმოდ გაიხსნა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ლოიალური მომხმარებლები. გაიმართა გათამაშებაც, სადაც სხვა უამრავ პრიზთან ერთად გათამაშდა მთავარი პრიზი - 2018 წლის ფლაგმანი Huawei P 20.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის