ავტორი:

"ევრონიუსი" : ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების საშუალება ექნება

"ევრონიუსი" : ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების საშუალება ექნება

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილისთვის ქვეყანაში დაბრუნება შესაძლებელი გახდება, ამის შესახებ „ევრონიუსს“ ექსპერტმა საქართველოს საკითხებში მაქს ფრესმა განუცხადა.

„ვაშაძე სერიოზული კანდიდატია. დავით ბაქრაძის მხარდაჭერა მას დიდ ფსიქოლოგიურ უპირატესობას აძლევს, ზურაბიშვილის წინააღმდეგ, რომელმაც, თავის მხრივ, უარესი შედეგი მიიღო, ვიდრე მისი გუნდი ვარაუდობდა.

ვაშაძემ, შესაძლოა, გამოიყენოს საპრეზიდენტო უფლება, შეიწყალოს ყოფილი თანაგუნდელები, მათ შორის - სააკაშვილი და მერაბიშვილი,“ - ამბობს ფრესი.

მისივე თქმით, ქვეყანაში სააკაშვილის დაბრუნება მოსახლეობის აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს. ამისი უმთავრესი მიზეზი კი შესაძლოა გახდეს ფაქტი, რომ მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებების უმეტესობაზე გამოძიება დაუსრულებელია, ან - არც დაწყებულა.

„იმ სიტუაციაშიც კი, როდესაც სასამართლო ხელისუფლება არ არის გამჭვირვალე, ან დამოუკიდებელი, არავინ იცის, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ და ეს რა შედეგს მოიტანს,“ - ამბობს ფრასი.

"ევრონიუსი" აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ 6 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა, ვერდიქტს კი მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

LIVE: "360 გრადუსი" - ზვიად ძიძიგური; გურამ მაჭარაშვილი

LIVE "ნიუსრუმიდან" - სერგო რატიანი; ვახტანგ კალოიანი

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს - რაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-თან