ავტორი:

რა არის საუკეთესო საჩუქარი თანამედროვე ბავშვებისთვის?

რა არის საუკეთესო საჩუქარი თანამედროვე ბავშვებისთვის?

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც საჩუქარი არ უყვარს. განსაკუთრებით კი ბავშვებს უხარიათ საჩუქრები. ეს მათთვის კარგი ჯილდო და მოტივატორია. მაგრამ რეალურად რა არის კარგი საჩუქარი ბავშვისთვის? ამის მოფიქრება მარტივი ნამდვილად არაა. რადგან საჩუქრები, რომლებიც ბავშვებს მოსწონთ, ხშირად მიუღებელია მათი მშობლებისთვის. ხოლო მშობლების მოსაწონი საჩუქარი ბავშვებს უმეტეს შემთხვევაში არ აბედნიერებს. როგორ მოვძებნოთ ოქროს შუალედი?

ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვს ისეთი რამ ვაჩუქოთ, რაც მისი განვითარებისკენ იქნება მიმართული. ჩვენ რამდენიმე იდეას მოგაწოდებთ, თუ რით შეიძლება გაახაროთ ბავშვი.

კრაფტი

კრაფტი იგივე ხელსაქმე 21-ე საუკუნის ტრენდია, რომლითაც თანაბრად ინტერესდებიან ბავშვებიცა და უფროსებიც. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ხელსაქმე და სიამოვნებით ერთვებიან მასში ისე, რომ ვერც აცნობიერებენ თუ რამდენ ახალ შესაძლებლობასა და უნარ-ჩვევას იძენენ ამ დროს.

ბავშვის მიერ საკუთარი ხელით რაიმეს შექმნა არამარტო ფანტაზიას ავითარებს, არამედ ბევრი სხვა საჭირო თვისებისა და უნარ-ჩვევის გამომუშავებაში ეხმარება მას. ამიტომაც აღიარეს ის ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ და განმავითარებელ აქტივობად. სიზუსტე, დაკვირვება, დეტალებში გარკვევა, შედეგისკენ სწრაფვა - სწორედ ამ უნარებს იყენებს ბავშვი ხელსაქმისას.

აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ თუ ბავშვს კრაფტის ნივთებს აჩუქებთ, ამით მას ძალიან გაახარებთ და ამავდროულად მის განვითარებაზეც პოზიტიურ გავლენას იქონიებთ.

წიგნი

წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგობარია და რაც მალე მოხდება დამეგობრება, მით უკეთესი. წიგნები ადამიანს უვითარებენ ფანტაზიას და მრავალფეროვან შთაბეჭდილებებს, ემოციებს, განცდებს ანიჭებენ.

კარგია, როდესაც ბავშვი ადრეული ასაკიდანვე აღიქვამს წიგნს, როგორც მნიშვნელოვან საჩუქარს. ამიტომ ყურადღებით და გემოვნებით შეურჩიეთ საბავშვო ლიტერატურა და აქციეთ წიგნი მის საყვარელ საჩუქრად.

ქართულ ბაზარზე საბავშვო წიგნების მრავალფეროვანი არჩევანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ბევრი ქართველი ავტორიც გააქტიურდა და უამრავი საინტერესოდ ილუსტრირებული ლექსებისა თუ ზღაპრების კრებული იბეჭდება.

სათამაშო

რა უყვარს ბავშვს ყველაზე მეტად? თამაში. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს თავიდანვე ისეთი თამაშები შევთავაზოთ, რომლებიც მის განვითარებაზე პოზიტიურად იმოქმედებს. მაგალითად, ასეთია: ფაზლები, ლეგო, სამაგიდო თამაშები. ისინი სახლის პირობებში ბავშვის გართობისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ბავშვები თამაშებითაც უამრავ რამეს სწავლობენ. ბევრი მათგანი სწორედ თამაშების მეშვეობით ეუფლება სხვადასხვა უცხო ენას, გეოგრაფიას, ინტერესდებიან სხვადასხვა ქვეყნებით. ეს ინტერესები კი დროსთან ერთად ფართოვდება და საბოლოოდ ბავშვი ფართო მსოფლმხედველობის მქონე ადამიანად ყალიბდება.

ფსიქოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, გირჩევთ ბავშვს საჩუქარი სწორედ ამ სამი კატეგორიიდან შეურჩიოთ. მათი შეძენა შესაძლებელია წიგნებისა და სათამაშოების მაღაზიებში. თუმცა, როგორ გავარკვიეთ ყველაფრი ერთ სივრცეშიცაა ხელმსაწვდომი. ეს არის „ბიბლუსი“, რომელიც წიგნების, განმავითარებელი სათამაშოებისა და კრაფტის ფართო ასოტიმენტს გთავაზობთ. აღანიშნავია ისიც, რომ ამ ყველაფრის შეძენა სახლიდან გაუსვლელად, biblusi.ge-ზეა შესაძლებელი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს