რუსთავში, ე.წ. "სტამბოლის ბაზარში" ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 800-900 კვმ ფართობი. ადგილზე მუშაობს 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.