ავტორი:

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს ზამთრის საბურავებზე უსასრულო გარანტიას სთავაზობს

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს ზამთრის საბურავებზე უსასრულო გარანტიას სთავაზობს

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს ზამთრის საბურავებზე უსასრულო გარანტიას სთავაზობს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, საბურავის დაზიანების შემთხვევაში „თეგეტა“ უფასოდ აღადგენს ან აანაზღაურებს საბურავის ღირებულების 80%-მდე თანხას.

„სინოპტიკოსთა ვარაუდით წელს საქართველოში საკმაოდ ცივი ზამთარი გველის, ტემპერატურა მნიშვნელოვნად იკლებს, მთაში თოვლია, ზოგან კი ძლიერი ქარი და უხვი ნალექია მოსალოდნელი. საქართველოს ზოგიერთ რაიონში პირველი თოვლი უკვე მოვიდა. ტემპერატურაც 8 გრადუსს მიუახლოვდა, ამიტომ დროა დავიწყოთ ავტომობილის ზამთრისთვის მზადება და პირველ რიგში შევცვალოთ საბურავი. 1-ელი ნოემბრიდან უპრეცედენტო შეთავაზებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ზამთრის საბურავებზე თეგეტაში, Bridgestone-ის ზამთრის საბურავებზე უსასრულო გარანტია ვრცელდება. კერძოდ საბურავის დაზიანების შემთხვევაში „თეგეტა“ უფასოდ აღადგენს ან აანაზღაურებს საბურავის ღირებულების 80%-მდე თანხას.

ასევე „თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ სერვისით, რომლის ფარგლებში პერსონალური მენეჯერი მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვის ცენტრში გადაყვანას. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით reservation.tegetamotors.ge ისე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით 032 226 44 44. „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000-მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ თეგეტას ონლაინ კატალოგში: shop.tegetamotors.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი