ავტორი:

ქართველი ტყუპი ძმა ტყუპი ქალიშვილებით - გაიცანით ოჯახი, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოხიბლა

ქართველი ტყუპი ძმა ტყუპი ქალიშვილებით - გაიცანით ოჯახი, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოხიბლა

ტყუპი ძმა და ერთ-ერთი ძმის ტყუპი ქალიშვილი - ამ ფოტოს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გადავწყვიტეთ, მოგვეძებნა "მთავარი გმირები" და თქვენთვის გაგვეცნო. ეს ტყუპი ძმა გელა და გიორგი გოჩიტაშვილები არიან. მათ კიდევ ჰყავთ უმცროსი ძმა - მიშო. ეს პატარა გოგონები გელას ქალიშვილები არიან. სწორედ გელა გოჩიტაშვილს გავესაუბრეთ:

- ინტერნეტში სულ ახლახან გავრცელდა თქვენი ფოტო და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორ შეხვდით ინტერნეტპოპულარობას? ელოდით ხალხის ასეთ რეაქციას?

- სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ამხელა აჟიოტაჟს. ეს ფოტო გადაიღო ჩემმა მეუღლემ, ელენე წიკლაურმა, დაახლოებით 1 თვის წინ. დადებისთანავე ჩემს ფეისბუქგვერდზე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მერე დიდად არ გამკვირვებია... ბავშვობიდან ვფლობდი ინფორმაციას, რომ ტყუპს, მით უმეტეს მამაკაც ტყუპს ყველაზე დაბალი შანსი აქვს, რომ ტყუპი შვილები ჰყავდეს, პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც მახსოვს, შანსების ალბათობა დაახლოებით 1.7%-ს შეადგენს, ასე რომ, რას არ წარმოვიდგენდი ჩემს ცხოვრებაში, რას არ ვიფიქრებდი, მაგრამ ამას ნამდვილად არა... ეს ნამდვილად სასწაულია, გამოხმაურება კი ამ შემთხვევაში - ადეკვატური.

- დიდი ინტერესი განჩდა. მოგვიყევით, რა პროფესიის ხართ, რას საქმიანობთ, რამდენი დედმამიშვილი ხართ?

- პროფესიის რა მოგახსენოთ, სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჰობის უფრო ვუწოდებდი მხატვრობას, ვიდრე პროფესიას. დიდი ხანია გავაანალიზე, რომ ამ საქმიანობით ოჯახს ვერ შეინახავ. ამჟამად ჩემი ბიზნესით ვარ დაკავებული, ტურისტულ სფეროში. ყოველდღიურად ვცდილობ განვვითარდე და რაღაც ახალი შევქმნა. ამჟამად ვმუშაობ ახალ პროექტზე ჩემს ტყუპისცალთან ერთად, დღე-დღეზე გავხსნით ლუდის და ღვინის დიდ მაღაზიას, რომლის სახელწოდებაც ჩვენი გვარიდან გამომდინარეობს... დიდ იმედებს ვამყარებთ და ვიმედოვნებთ, რომ ხალხს მოეწონება ჩვენი შეთავაზებული პროდუქტი. წაიკითხეთ სრულად

23-24 ნოემბერს „ქუთაისის წიგნის ფესტივალი “ გაიმართება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - 11-დან 17 წლამდე ბავშვები პასიურები არიან და ძალიან ცოტას მოძრაობენ

ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები "იმედის" თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ