ავტორი:

თუ მთელი დღე სამსახურში ხართ- როგორ შევადგინოთ კვების სწორი რაციონი

თუ მთელი დღე სამსახურში ხართ- როგორ შევადგინოთ კვების სწორი რაციონი

ჯანსაღი კვება თანამედროვე დაკავებული ადამიანისთვის განსაკუთრებულ სირთულედ იქცა. სამსახურში გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ხშირად ცომეულის ან სწრაფი კვების პროდუქტების ჭამა გვიწევს. სამსახურიდან სახლში წასული კი იმდენად დაღლილად და ძალაგამოცლილად ვგრძნობთ თავს, რომ კერძის მომზადების თავი აღარ გვაქვს და კვლავ ნახევარფაბრიკატებს ან სხვა სახის სწრაფად მოსამზადებელ საკვებს მივმართავთ. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ნეგატიურად აისახება ჩვენს ორგანიზმზე, ჯანმრთელობაზე. ყოველდღიურად ვხარჯავთ უამრავ ენერგიას, რომლის აღდგენასაც არასწორი კვების გამო ვერ ვახერხებთ. საბოლოოდ ქვეითდება ჩვენი შრომისუნარიანობა და ეფექტურობა. მეორე მხრივ, არასწორი კვების რეჟიმი და არაჯანსაღი საკვები ზიანს აყენებს კუჭ-ნაწლავს და შეიძლება სერიოზული პრობლემების საწინდარიც გახდეს.

სპეციალისტები გვირჩევენ:

· მიირთვით დღეში 3-4-ჯერ, არ გამოგრჩეთ საუზმე, მსუბუქად ივახშმეთ

· მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი

· რძის პროდუქტების მიღება ასაკის მატებასთან ერთად შეამცირეთ

· ხილის მიღება უმჯობესი დღის პირველ ნახევარშია

· ერთ ულუფად ერთი სახეობის საკვები მიიღეთ

· ბოლოს წინა კვება ყველაზე დატვირთული უნდა იყოს

· დღის განმავლობაში მხოლოდ 300-400 გრამი პური მიირთვით

მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად მრავალფეროვანი საკვები მიირთვათ და შესაბამისად ორგანიზმს, ყველა სახის მინერალები და ვიტამინები მიაწოდოთ. აუცილებელია კვირის განმავლობაში ორჯერ ხორცისა და ერთხელ თევზის მიღება. უმეტეს შემთხვევაში ოფისებში ან მიმდებარე ტერიტორიებზე არ არის კაფეები, რომლებიც მრავალფეროვანი მენიუთი მოემსახურებიან მომხმარებელს. თუ სამსახურში ჯანსაღად კვება თქვენთვის განსაკუთრებული პრობლემაა, მაშინ შეგიძლიათ, Momitane.ge-ს ონლაინ სუპერმარკეტში მზა კერძების კატეგორიაში შეიძინოთ თქვენთვის სასურველი კერძი, რომელსაც რამდენიმე წუთში თბილისის ნებისმიერ უბანში მოგაწვდით კურიერი, მიწოდების საფასური კი სულ რაღაც 2 ლარია.

აქვე გთავაზობთ კერძებს, რომლებიც სამსახურში სადილზე შეგიძლიათ მიირთვათ და რომელიც ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვაში დაგეხმარებათ:

ორშაბათი - კოტლეტი და პიურე

ორშაბათი, როგორც კვირის დასაწყისი, საკმაოდ რთული დღეა. ამიტომ კარგი იქნება თუ ხორცს მიირთმევთ და ორგანიზმს ენერგიით დამუხტავთ. კოტლეტისა და პიურეს ონლაინ სუპერმარკეტში შესაძენად ეწვიეთ ლინკს.

სამშაბათი - ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა

ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ცილებს, მინერალურ მარილებსა და ნახშირწყლებს. ის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია. ყვავილოვანი კომბოსტოს სალათის ონლაინ სუპერმარკეტში შესაძენად ეწვიეთ ლინკს.

ოთხშაბათი - ქათმის ღვიძლი

ქათმის ღვიძლი მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით, ფოლიუმის მჟავათი და A ვიტამინით, ამიტომ, ვირთევზას ღვიძლის დარად, ძალზე სასარგებლოა ბავშვებისა და ორსულებისთვის. კერძის ონლაინ სუპერმარკეტში შესაძენად ეწვიეთ ლინკს.

ხუთშაბათი - სალათა შუბა ბოსტნეულით

შუბა - ეს ბოსტნეულის მიქსია, რომელიც სტაფილოს, ჭარხალს, კარტოფილს შეიცავს. შესაბამისად, ის ვიტამინებისა და მინერალების განსაკუთრებული ერთობლიობაა. სალათის ონლაინ სუპერმარკეტში შესაძენად ეწვიეთ ლინკს.

პარასკევი - კრაბის სალათი

როგორც აღინიშნა, კვირის განმავლობაში აუცილებელია თევზეულის მირთმევაც. თუმცა სამსახურში თევზის ჭამა კომფორტული ნამდვილად არაა. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი კრაბის სალათაა. სალათის ონლაინ სუპერმარკეტში შესაძენად ეწვიეთ ლინკს.

თუ თქვენ სახლშიც ვერ ახერხებთ კერძების მომზადებას, მაშინ შეგიძლიათ კერძები ვახშმისთვისაც ონლაინ სუპერმარკეტში შეუკვეთოთ, აღსანიშნავია ისიც, რომ 19:00 საათის შემდეგ ნებისმიერ მზა კერძზე ფასდაკლება მოქმედებს. სამსახურიდან გასვლისას შეგიძლიათ შეუკვეთოთ როგორც კერძები, ისე სხვა ნებისმიერი პროდუქტი, სახლში მისულს კი კურიერი მალევე მოგართმევთ შეძენილ პროდუქტს სახლის კართან.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის