ავტორი:

80 წლის მწერალს 19 წლის გოგონა შეუყვარდა... - უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შეყვარებული გრიგოლ რობაქიძე

80 წლის მწერალს 19 წლის გოგონა შეუყვარდა... - უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შეყვარებული გრიგოლ რობაქიძე

"სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არასოდესაა სრულყოფილი სიყვარულში...” - ალბათ ამ მრწამსით, დროისა და გამკიცხავი შეფასებების შიშის გარეშე განიცდიდა გრიგოლ რობაქიძე უკანასკნელ "სულ სხვა" სიყვარულს... მაშინ თავად 80-ის, ავსტრიელი მხატვარი გიტა შტრახვიტცი კი მხოლოდ 19 წლის იყო... გაცნობამდე, რაც სავარაუდოდ, გიტას სურათების ერთ-ერთ გამოფენაზე მოხდა, ქალს გრიგოლი 12 წლის წინ სიზმრად უნახავს... ამ დაუჯერებელი მისტიური სიყვარულისა და მწერლის პირადი ცხოვრების სხვა დეტალების შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მანანა კვატაია საუბრობს...

- პირველი წერილი იმხანად ჟენევაში მცხოვრები ქართველი მწერლისათვის გიტას მიუწერია. ბარათის მიღებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ გრიგოლ რობაქიძე უკვე ამგვარად მიმართავს გიტას: "შენი არსების უდიდესი გახსნაა შენი სიყვარული: სიყვარული ჩემდამი. ჩემს ცხოვრებაში ნამდვილი საოცრება ხარ... საოცარია: შენი ინტელიგენტობა, შენი სინათლე, ინტონაცია, განჭვრეტის უნარი, ღრმა აზრი არსებულზე, ლამაზზე, უნაკლო ლიტერატურული გემოვნება”. ქალი კი სწერდა: "შენდამი სიყვარულში, როგორც ყვავილი, ისე გავიფურჩქნე, რადგანაც შენ (შენგანვე ფარულად) ხარ ის - ხარ ჩემი არსებობის მთავარი მიზეზი". გიტამ და გრიგოლმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს, თუმცა, ბუნებრივია, ეს ადვილი არ იყო. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მწერალმა გიტას მშობლებს ბარათი გაუგზავნა და ქალიშვილის ხელი სთხოვა. გრიგოლ რობაქიძეს დის თხოვნით ფოტოსურათი გადაუღია, რომლის შესახებაც თავადვე წერს: “ერთი გაურკვეველი გრძნობა მაკავებს. სურათზე წარმოუდგენლად გაახალგაზრდავებულად გამოვიყურები”.

- ბოლო ბარათი მწერალმა გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე გაუგზავნა გიტას, თუმცა, პასუხი დაგვიანდა...

- დიახ, ეს იყო 1962 წლის 17 ნოემბერს. მწერალმა შეიტყო, რომ გიტასთვის ხელი 38 წლის კარგი გარეგნობისა და მდგომარეობის ამერიკელსა და 60 წლის ყოფილ დიპლომატსაც უთხოვიათ. მწერალი წუხს ამის გამო და აღელვებული სწერს: “შენ მაინც ის აირჩიე, ვინც მისტიურად, როგორც შეყვარებული, უძველეს დროში განიცადე... რომ გათხოვილიყავი, ჩემს სიყვარულს არაფერი მოაკლდებოდა, უბრალოდ, მსუბუქი ნაღველი მომიცავდა.” ქალმა გრიგოლს ქორწინებაზე საბოლოოდ უარის ბარათი გაუგზავნა, თუმცა, მან ადრესატამდე ვეღარ მიაღწია. 1962 წლის 20 ნოემბერს, ერთ-ერთი ვერსიით, ამ წერილის მიმტან ფოსტალიონს, კარი რომ არავის გაუღია, პოლიცია გამოუძახებია და ოთახში უკვე რამდენიმე დღის გარდაცვლილი გრიგოლ რობაქიძე უნახავთ. სასამართლოს, მიღებული წესისამებრ, მისი ბინა დაულუქავს. დიდი მწერალი სრულ მარტოობაში აღესრულა.

მისი ცოლის დისშვილი, ალია, გერმანელ პოეტს, ჰანს პეშკეს აუწყებდა, გრიგოლ რობაქიძე გულის ინფარქტით გარდაიცვალაო: “დიდი ხანია, ის ასე ჯანმრთელად არ ყოფილა, ასე სავსე სიცოცხლის ხალისითა და ახალი შემოქმედებითი ენერგიით. მან სწორედ ამ კვირაში დიდი სასიხარულო მღელვარება გადაიტანა და, ვფიქრობ, ეს მღელვარება მისი გულისათვის მეტად ჭარბი აღმოჩნდა”. მართლაც, უკვე სოლიდური ასაკის გრიგოლ რობაქიძე სიცოცხლის მიწურულს ძალზე ინტენსიურად მუშაობდა. მან ბევრი ახალი, ღირებული თხზულება შექმნა, რომელთა ხელნაწერ ტექსტებს ხშირად გიტასაც უგზავნიდა. წაიკითხეთ სრულად

ძაღლის მიერ დაგლეჯილი ქალის ამ დრომდე მძიმეა - "იმყოფება მართვით სუნთქვაზე"

მაკა ასათიანი ულამაზეს დიშვილთან ერთად ლეჩხუმში ისვენებს - ფოტოები "ინსტაგრამიდან"

77 წლის მამაკაცი, რომელსაც მაგისტრალზე სატვირთო დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა