ავტორი:

ტრაგედია სიღნაღში: დღესასწაულისთვის მოწყობილ სცენას მამაკაცი კვადროციკლით შეეჯახა და გარდაიცვალა

ტრაგედია სიღნაღში: დღესასწაულისთვის მოწყობილ სცენას მამაკაცი კვადროციკლით შეეჯახა და გარდაიცვალა

სიღნაღქალაქობა, რომელიც დღეს 10 ნოემბერს უნდა გამართულიყო, უბედური შემთხვევის გამო აღარ ჩატარდება. ქალაქში წუხელ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. 38 წლის გიორგი სიხაშვილი, რომელიც კვადროციკლით გადაადგილდებოდა, ქალაქის ცენტრში "სიღნაღქალაქობისთვის" დამონტაჟებულ სცენას შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მომხდარი ტრაგედიის გამო, დაგეგმილი კონცერტი აღარ გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყების ინფორმაცით, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია