ავტორი:

ელიავას ბაზრობასთან მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ელიავას ბაზრობასთან მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას მოძრაობის დროს კვამლი გაუჩნდა და მალევე აალდა. თვითმხილველის გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ავტომანქანას ძლიერი ცეცხლი მოეკიდა.

იხილეთ ვიდეო

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.

შემთხვევის გამოწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია