ავტორი:

"გირჩის" ლიდერმა და აქტივისტებმა ატოცში საპროტესტო აქციაზე შარვლები ჩაიხადეს

"გირჩის" ლიდერმა და აქტივისტებმა ატოცში საპროტესტო აქციაზე შარვლები ჩაიხადეს

"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და პარტიის რამდენიმე აქტივისტმა სოფელ ატოცში გამართულ საპროტესტო აქციაზე პროტესტის ნიშნად შარვლები ჩაიხადეს და ოკუპანტს უკანალი დაანახეს.

ინიციატივა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატისგან, ზურაბ ჯაფარიძისგან წამოვიდა - მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს, პროტესტის ისეთი ფორმისთვის მიემართათ, რომელიც მსოფლიო მედიის ყურადღებასაც მიიქცევდა და ოკუპანტ რუსეთს დაანახებდა, რომ საქართველოში მათი ადგილი არ არის.

"არა რუსულ ოკუპაციას", "რუსეთი ოკუპანტია"; გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს" - სკანდირებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები ატოცში, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ახალი მავთულხლართების გავლებას აპროტესტებენ. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“, ახალგაზრდები, „გირჩის“ წევრები იმყოფებიან.

იხილეთ ვიდეო: აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ოკუპანტებს უკანალი აჩვენეს

"მთავარი იარაღი რაც ჩვენ გვაქვს არის ის, რომ ამ კედლის აქეთ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც იქნება მეტი თავისუფლება. ეს კედელი, რასაც ახლა ეს ნაბი... ავლებენ, უნდა იქცეს ისეთივედ, როგორიც იყო საბჭოთა საზღვარი, რომელიც ვითომ აკავებდა ადამიანებს... ჩვენ ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ და იმ ხალხსაც დავიბრუნებთ მაშინ, როცა ხალხი იქედან აქეთ დაიწყებს "გადმოძრომას".

ეს მოხდება მაშინ, როცა ჩვენ გვექნება მეტი თავისუფლება და კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი იარაღი და ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი მიუხედავად იმისა, ბევრს ესმის თუ არა ეს. ამიტომ დავანახე ტრ... იმათ დღეს", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფოტო ვიდეო: რადიო თავისუფლება