ავტორი:

ვინ არის რატი დურგლიშვილის უკრაინელი პარტნიორი, რომელიც ქართულ ცეკვას პირველად "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შეასრულებს

ვინ არის რატი დურგლიშვილის უკრაინელი პარტნიორი, რომელიც ქართულ ცეკვას პირველად "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შეასრულებს

კატერინა კლიშინა ერთადერთი უკრაინელი მოცეკვავეა, რომელიც ამჟამად პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობს. ის ქალაქ ხარკოვიდანაა. თავის ქალაქში წარმატებული მოცეკვავეა და ამიტომაც მოიწვიეს. ერთი თვეა, რაც საქართველოში ჩამოვიდა, მისი მეწყვილე რატი დურგლიშვილია. როგორც კატერინა ამბობს, პარტნიორში ძალიან გაუმართლა.

"ჭკვიანი ბიჭია რატი, კარგად მღერის, საოცარი ხმა აქვს და ცეკვებშიც მონდომებულია. ასევე გულწრფელი და კარგი ადამიანია" - გვეუბნება უკრაინელი გოგონა, რომელიც ღიმილის გარეშე არ საუბრობს. ჩვენ დავესწარით რეპეტიციას, სადაც კატერინა ქართული ცეკვის შესწავლისას ბოლომდე იხარჯებოდა. სუხიშვილების აკადემიის მასწავლებელს უამრავ შეკითხვას უსვამდა...

"ერთი თვეა აქ ვარ და უზარმაზარი შთაბეჭდილებები მაქვს... ახლა საშუალება მომეცა, ვისწავლო ქართული ცეკვა, უბედნიერესი ვარ და ამისთვის სულ რამდენიმე დღეა მხოლოდ. სარეპეტიციოში რომ შემოვედი და ცოცხალი მუსიკა მოვისმინე, ჟრუანტელმა დამიარა... ძალიან მაგარი რამ არის. უზომოდ მომწონს ქართული ცეკვა, მისი ილეთები, რომელიც მარტივი არ არის, ამას როგორც მოცეკვავე ვამბობ. ახლოს ვგრძნობ ქართულ კულტურას, მის ხასიათს, სულს, გულს, ისტორიას... ვცდილობ, ეს ყველაფერი გავიგო, გავიაზრო. რატისთან ერთად "აფხაზურს" ვიცეკვებ, ენერგიული და ლამაზი ცეკვაა. ქალის ხელები საოცრად ნაზია, სხეულს მტკიცე პოზიცია აქვს, მთელი "აფხაზური" უკვე შევისწავლე, სერიოზული სირთულე დავძლიე," - გვეუბნება კატერინა, რომელიც პარტნიორით აღფრთოვანებულია: "რატისაც გაუჭირდა, მაგრამ ცდილობდა, სირთულეები დაეძლია. პროექტში წყვილებს შორის ერთადერთი ვარ, ვინც საქართველოდან არ არის და აქამდე ქართული ცეკვა არსად შეუსრულებია. თითოეული კონკურსანტის ნომერი მომწონს".

- გიყურებდით და მართლა დიდი ინტერესით გადიოდით რეპეტიციას...

- მინდა, რომ "ლაივზე" არ შევრცხვე, კარგად გამოვჩნდე. ეს იმისთვის, რომ საქართველომ იცოდეს, უკრაინას ეს ქვეყანა უყვარს. ვფიქრობ, უკრაინა და საქართველო ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივე ძლიერი ერია, თავისუფლებისმოყვარე... პირველად ვარ აქ და ძალიან მომწონს ყველაფერი - ბუნება, ხალხი, საკვები, ყველაფერი არომატული, სურნელოვანი, ნატურალური. რამდენიმე ქართული სიტყვაც ვისწავლე - "მადლობა", "გამარჯობა", "როგორ ხართ?", "კარგად"... ენაც მომწონს. ასე რომ, გვიყურეთ ორშაბათს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი