ავტორი:

"ბორჯღალოსნები" დაძაბულ ბრძოლაში იტალიასთან დამარცხდნენ

"ბორჯღალოსნები" დაძაბულ ბრძოლაში იტალიასთან დამარცხდნენ

საქართველოს ნაკრები ფლორენციაში ტესტ-მატჩში იტალიასთან 17:28 დამარცხდა. ანგარიში საჯარიმოდან მე-10 წუთზე ალანმა გახსნა. შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" შეუტიეს, საჯარიმოს შესრულებაზე უარი თქვეს და მჭედლიძემ ლელო დადო, ხოლო მათიაშვილმა გარდასახვა გამოიყენა. თუმცა, მალე კამპანიარომ მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი ლელოთი დაასრულა, ალანმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მასპინძლები ისევ დაწინაურდნენ - 10:7. 26-ე წუთზე მათიაშვილმა საჯარიმო ვერ გამოიყენა. 27-ე წუთზე მსაჯმა ცუცქირიძე გაძევა და ჩვენი გუნდი რისხობრივ უმცირესობასი დარჩა.

31-ე წუთზე არბიტრმა იტალიელებს ლელო არ ჩაუთვალა. შემდეგ მათ 19-ფაზიანი შეტევა ვერ გმოიყენეს და საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა დამალე დაგვალელოვეს, გარდასახვა გააცუდეს და 18:7. მეორე ტაიმი მასპინძელთა ლელოთი და გაცუდებული გარდასახვით დაიწყო. ამას მათიაშვილის რეალიზებული საჯარიმო მოჰყვა. მერე ალანმა ლელო დადო, გარდასახვა ვერ გამოიყენა და ანგარიში 28:10 გახდა. 63-ე წუთზე არბიტრმა იტალიელი მორაგბე გააძევა, ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა და - 28:17. სამწუხაროდ, მეტოქის კაცნაკლულობა ჩვენმა გუნდმა ვერ გამოიყენა და დამარცხდით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი