ავტორი:

ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო და მძღოლი ჩავარდა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო და მძღოლი ჩავარდა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი ჩავარდა. შემთხვევა 14 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ მაშველები და მყვინთავები სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

ბეტონმზიდი სამუშაოების შესრულებისას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო და სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები დაუყოვნებლივ დაიწყო მძღოლის 1965 წელს დაბადებული ი.ჟ.-ს საძებნელად.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე სამუშაოებს ერთ-ერთი კერძო კომპანია ასრულებს, სადაც დასაქმებული იყო სპეციალური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ი.ჟ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია