ავტორი:

"ჩემი ტირილი დარჩა ჩემი გადაღებული კადრების მიღმა..." - იური მეჩითოვი სკანდალურ ინტერვიუს განმარტავს

"ჩემი ტირილი დარჩა ჩემი გადაღებული კადრების მიღმა..." - იური მეჩითოვი სკანდალურ ინტერვიუს განმარტავს

"საშინლად გული მტკივა, რომ ამდენი ტკივილი მივაყენე ჩემს თანამემამულეებს ჩემი ასეთი განცხადებებით" - ამის შესახებ ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ტელეკომპანია „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ სკანდალურ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.

მეჩითოვი აცხადებს, რომ მისი 30-წუთიანი საუბრიდან მხოლოდ 3 წუთი გავიდა ინტერვიუში, სადაც ყველაფერი სხვანაირად წარმოჩინდა.

„წარმოიშვა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება ჩემს განწყობაზე ამ ტრაგედიის მიმართ, სადაც ჩემი კინოსტუდიის თანამშრომლის შვილიც დაიღუპა. უამრავი წუხილი იყო გამოთქმული ამ ტრაგედიის მიმართ. ჩემი მთელი ტირილი, გოდება, დარჩა ჩემს მიერ გადაღებული კადრების მიღმა. ბევრ რამეს იყენებენ პოლიტიკური მიზნით.

ვიცით, რა დროს ვცხოვრობთ, როდესაც ყველაფერი შესაძლოა გახდეს ვაჭრობის საგანი. ბევრ რამეს რაც ჩემს მიმართ გამოითქვა, ვიზიარებ. ჩემი დღევანდელი მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მაგრამ იმედი მაქვს გაიგებენ და ჩემს მდგომარეობას ქართველი ხალხი, როგორც სჩვევია, სხვანაირად შეხედავს.

მთავარია, ჩვენ ისე გავაკეთოთ და ისე მოვიქცეთ, რომ ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომლითაც ვიამაყებთ და ვიცხოვრებთ ერთად ბედნიერად და კარგად“, - განაცხადა მეჩითოვმა.

შეგახსენებთ, იური მეჩითოვმა ტელეარხ Al Jazeera-ს მიერ მომზადებულ ფილმში განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილს ხალხი ასფიქსიის გამო დაიღუპა.