ავტორი:

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილას, ნანგრევებში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილას, ნანგრევებში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

რაც შეეხება გარდაცვლილის მცირეწლოვან ბავშვს, რომელიც ასევე ნანგრევებშია მოყილილი, მისი სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ჩვილი 1 წლამდე ასაკისაა.

ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანიც დაშავდა. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია