ავტორი:

ირაკლი ჩიქოვანი - ვბრუნდები "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგოდ

ირაკლი ჩიქოვანი - ვბრუნდები "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგოდ

ვბრუნდები "ნაციონალური მოძრაობის"” საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, ყოფილ პოლიტიკურ თანაგუნდელებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო და მისთვის უცნობია, რა პოზიცია აქვს ირაკლი ალასანიას ან პარტიის სხვა ყოფილ ლიდერებს. ჩიქოვანის განცხადებით, მისთვის უცნობია, დაბრუნდებიან თუ არა ეს ადამიანები "ქართულ ოცნებაში".

"ის გარემოება, რომელიც დღეს დგას საქართველოში, აბსოლუტურად მიუღებელია და ის ანტაგონიზმი და დაპირისპირება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს საზოგადოებას, მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პრობლემები, დღეს აუცილებელია ყველამ ერთად შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ დაუშვებს საქართველოში ძალადობის დაბრუნებას. ვბრუნდები "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგოდ! მე გეტყვით იმას, რომ "ქართული ოცნების" ვერტიკალში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელთან ერთადაც მამოძრავებს განსაკუთრებული დამოკიდებულება. ყოველთვის ვიქნები მათთან ერთადაც და ვიქნები ოპონირებაშიც", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

"ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

LIVE: 360 გრადუსი - ალეკო ელისაშვილი, თინა ბოკუჩავა, ენძელა მაჭავარიანი

70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება