ავტორი:

"თუნდაც ჩაიდნით წყალი აადუღოთ, გამოაღეთ ფანჯარა და გაანიავეთ" - ენერგეტიკოსი გირჩევთ, როგორ დაიცვათ თავი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციისგან

"თუნდაც ჩაიდნით წყალი აადუღოთ, გამოაღეთ ფანჯარა და გაანიავეთ" - ენერგეტიკოსი გირჩევთ, როგორ დაიცვათ თავი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციისგან

ენერგეტიკოს გია არაბიძის რეკომენდაციით, განსაკუთრებით იმ სეზონზე, როდესაც გაზის გამათბობლები აქტიურად გამოიყენება, სახლში სპეციალური დეტექტორები უნდა განვათავსოთ, რაც ჰაერში CO2-ის კონცენტრაციას გაზომავს.

ენერგეტიკოსის თქმით, აუცილებელია გამათბობლები გათბობის სეზონის დაწყებისას სპეციალისტის მიერ შემოწმდეს.

"თუნდაც გაზქურაზე ჩაიდნით რომ წყალი აადუღოთ, გამოაღეთ ფანჯარა, რომ ოთახი განიავდეს. ასევე, შესაძლებელია, პრობლემა მოგვარდეს დეტექტორებით. თუ სპეციალისტი სახლში შემოვა და ხელსაწყოს ჩართავს, დეტექტორმა უნდა გასინჯოს, როგორია CO2-ის გამონაბოლქვი, არის თუ არა გაზის გაჟონვის პრობლემა და თუ ამას შენიშნავს, სპეციალისტმა მაშინვე უნდა დალუქოს ხელსაწყო და არ მისცემს მუშაობის უფლება.

მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლში აქვს და მეც მაქვს დეტექტორები, რომლებიც CO2-საც ზომავს და გაზის გაჟონვის სიგნალსაც იძლევა.

თვეში ერთხელ და განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც გათბობის სეზონი იწყება, აპარატურა უნდა შემოწმდეს! თუნდაც, წყლის გამაცხელებელი, რომელიც ყველა სეზონზე მუშაობს, ცივ სეზონზე უნდა გაიხსნას და შემოწმდეს" - აღნიშნა მან.

"2015-2017 წლებში ჯამში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის თუ სხვა შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 630-დან 730-მდეა. ასეთი შემთხვევები ძირითადად, ნოემბერ-დეკემბერში ხდება.

გაზს ძალიან უცნაური თვისება აქვს: თუ დახურულ სივრცეში გაზის კონცენტრაცია 6-დან 17 პროცენტამდეა, ეს ძალიან საშიშია. ამ კონცენტრაციის დროს იწყება ხანძარი. თუ კონცენტრაცია 9%-ის ფარგლებშია, ეს უკვე აფეთქებას იწყებს" - აღნიშნა გია არაბიძემ.

"10 შვილი გვყავს და გვინდა 105 გვყავდეს" - თურქი ბიზნესმენი ბათუმში სუროგატი დედების წყალობით ოჯახურ იმპერიას აშენებს

სემეკმა სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის შესახებ  სპეციალურად შექმნილი მოთხრობისა და საგნების გადაცემა დაიწყო

ვინ არიან ქართველი ასტრობიოლოგები, რომელთა გვარ-სახელებიც მარსზე გაიგზავნა - "თანამგზავრი მარსზე 18 თებერვალს დაჯდება"