ავტორი:

19 ნოემბერს PowerPoint Karaoke-ს მეექვსე ღონისძიება Terminal-ში გაიმართება

19 ნოემბერს PowerPoint Karaoke-ს მეექვსე ღონისძიება Terminal-ში გაიმართება

PowerPoint Karaoke, რომელიც ბევრი თქვენგანისთვის უკვე ნაცნობი, სახალისო და საყვარელი ღონისძიება გახდა, უკვე მეექვსედ, Terminal-ში გიმასპინძლებთ.

ტრადიციულად, ღონისძიება მათთვისაა, ვინც იწყებს სტარტაპს, ვისაც საჯარო გამოსვლების, პრეზენტიიაციის უნარები და საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება სურს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი გართობისა და სახალისო შეჯიბრის ფონზე ხდება.

როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, PowerPoint Karaoke არაფორმალურ გარემოში ერთდროულად, მეგობრულ და სახალისო შეჯიბრს მოიცავს.

რაც შეეხება PowerPoint Karaoke-ს წესებს, ღონისძიების დაწყებამდე, ორგანიზატორები ამზადებენ PowerPoint-ის პრეზენტაციებს, რომლებიც მონაწილეთათვის უცნობ თემებზეა, შესაბამისად, თითოეულ პრეზენტატორს მისთვის უცნობი საკითხის წარდგენა უწევს, რაც ერთდროულად, სახალისო და საინტერესოა.

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილი საჩუქრებია, რომელსაც ყველა მონაწილე იღებს, გამარჯვებულებს კი სპეციალური საჩუქარი გადაეცემათ.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ PowerPoint Karaoke-ს სპეციალური გამოშვება19 ნოემბერს, 20:00 საათზე, ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

ღონისძიება ტრადიციულად, Tbilisi Startup Bureau-სა და ტერმინალის მიერაა ორგანიზებული. რაც შეეხება პარტნიორებს, მათი ჩამონათვალი ასეთია:

  • Grant Thornton Georgia
  • Kedari Ventures კედარი ვენჩერს
  • ლურჯი ოკეანე-Blue Ocean
  • Urban Garden
  • bpn.ge ბიზნესპრესნიუსი
  • Estrella Damm
  • The Cone Culture Ice Cream
  • Goat Story Georgia გოუტ სტორი საქართველო

ბილეთების შეძენა კი შემდეგ მისამართებზეა შესაძლებელი:

Eventer.ge; TKT.GE; Biletebi.ge

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი