ავტორი:

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი პაციენტებს თანამედროვე და მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი პაციენტებს თანამედროვე და მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს

კიბო ერთ-ერთი სერიოზული დაავადებაა, რომელიც ბევრისთვის განაჩენის ტოლფასია, თუმცა დროული და ხარისხიანი მკურნალობის პირობებში მასზე გამარჯვება შესაძლებელია.

ონკოლოგიური პაციენტი განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს: მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ფსიქოლოგიურ ფაქტორს, გამოცდილებასა და აღნიშნული დარგის ექიმების პროფესიონალიზმს. ონკოლოგიური დიაგნოზის დადგენისას, მნიშვნელოვანია გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ექიმების მომსახურების მიღება.

პროფ. გია ნემსაძემ კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი 2014 წ. დაარსა. კლინიკაში მოიწვია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი იმ მიზნით, რომსაქართველოში ხელმისაწვდომი გამხდარიყო მკურნალობის ის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც გამოიყენება დასავლეთის ქვეყნების კლინიკებში.

ყოველწლიურად კლინიკა 30 000 პაციენტს უწევს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას.სრულდება დაახლოებით 1500-1700 სხვადსახვა სირთულის ქირურგიული ოპერაცია.კლინიკაში დანერგილია და წარმატებით ტარდება არასტანდარტული selvage - ქირურგიული ოპერაციები. რაც ხშირ შემთხვევაში მოითხოვს კომბინირებულ ქირურგიულ მიდგომას.

კლინიკის ბაზაზე,ქიმიოთერაპიულ დეპარტამენტში მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული კლინიკური კვლევები.კლინიკის ჩართულობა ამ კუთხით მნიშვნელოვანია,რადგან ნებისმიერი სამედიცინო კვლევა საფუძველია სხვადსხვა სამედიცინო მიღწევის.ამ პროექტის მეშვეობით არაერთმა ონკოლოგიურმა პაციენტმა ჩაიტარა უახლესი და ძვირადღირებული მკურნალობა.

„კოი“-მ რამდენჯერმე წარმატებით გაიარა ამერიკის და ევროპის სამედიცინო სააგენტოების ინსპექციის FDA და EMAშემოწმება.

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ,რათა ქართველ პაციენტებს არ მოუწიოთ სხვა ქვეყნებში, ახლობლებისგან შორს, სამკურნალოდ გამგზავრება. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ღირსეული და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი იყოს ჩვენს ქვეყანაშიც.

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის მედიკოსები, მტკიცებითი მედიცინის პრინციპებზე დაყრდნობით, თითოეული პაციენტისთვის იმუშავებენ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამის ქირურგიულ, ქიმიოთერაპიულ, და სხვა მეთოდებს. პაციენტი გადის პროტოკოლით გათვალისწინებულ მხოლოდ აუცილებელ პროცედურებს. სწორად მართული მკურნალობა უზოგავსპაციენტს თანხებს და დაავადებასთან ბრძოლის საკმარის დროსაძლევს. ეს კი მნიშვნელოვნად ზრდის გამოჯანმრთელების ალბათობას.

განვითარებული ინფრასტრუქტურის, მოწინავე ტექნოლოგიების და მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი პაციენტებს ონკოლოგიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მთელ სპექტრს სთავაზობს. მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მაქსიმალურად დეტალურად უხსნიან პაციენტებს, თუ როგორ უნდა მოერიონ არსებულ დაავადებას, რატომ არის მკურნალობის ერთი მეთოდი სწორი, მეორე კი გაუმართლებელი. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის შეთავაზებული ტაქტიკა დეტალურად განიხილებოდესპაციენტთან და მის ახლობლებთან,რათასაბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებდეს როგორც თანამედროვე გაიდლაინების პრინციპებს, ისე პაციენტის პირად ინტერესებს.

ზუსტი დიაგნოსტიკა და მკურნალობის სწორი სტრატეგიის შერჩევა დაავადებასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ფაქტორია. „კოის“მედიკოსების კვალიფიკაციის დამსახურებით, ონკოლოგიური დაავადებების წარმატებული მკურნალობის შედეგები საკმაოდ მაღალია. დაავადებასთან ბრძოლაში წარმატების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია პაციენტის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსის ოპერატიულად შეცვლა. „კოის“ ექიმები მზად არიან, იბრძოლონ პაციენტის სიცოცხლისათვის ბოლომდე. ინსტიტუტი ონკოლოგიურ პაციენტებს ღებულობს დაავადების სხვადასხვა სტადიაზე.ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მსოფლიო პრაქტიკაში მეტად ეფექტური შედეგები მიღებულია მულტიდისციპლინარული მიდგომებისას. მედიცინის სხვადასხვა სფეროს ექიმების კონსულტაცია მნიშვენლოვანია კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები ერთად ეძებენ კიბოსთან ბრძოლის ოპტიმალურ საშუალებებს.კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში მკურნალობა მიმდინარეობს კომფორტულ და პაციენტისთვის სასიამოვნო ატმოსფეროში.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის