ავტორი:

კულტურის ახალი პრემია საქართველოში

კულტურის ახალი პრემია საქართველოში

დღეს დაიბადა პრემია იკა. ის რაზეც იკას ახლობლები და მეგობრები 2 წლის განმავლობაში სახლებში, პირად საუბრებში და ფიქრებში განიხილავდნენ 18 ნოემბერს რეალობად იქცა. პრემია იკა - იწყებს მუშაობას იმისთვის, რომ სულ მალე - 22 დეკემბერს გავიგოთ თუ რაზე ფიქრობენ და რას ქმნიან ის ახალგაზრდა არტისტები ვისაც ფართო საზოგადოება ჯერ არ იცნობს.

პრემიის შექმნის საფუძველია, ის რომ გვსურს დამწყებ არტისტებს ჰქონდეთ განცდა, რომ მათი ნამუშევრები იმსახურებენ ყურადღებას, რომ მათი შემოქმედება მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ 2018 წლის 18 ნოემბერს დაარსდა ახალი პრემია კულტურის დარგში - „პრემია იკა”, რომლის მისიაც ახალგაზრდა არტისტებისთვის მოტივაციის ამაღლება და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაა. „პრემია იკა“ ეს არ არის შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული პრემია, სხვა კონკურსებისგან განსხვავებით პრემია "იკა" თავად პოულობს საინტერესო, ნიჭიერ ახალგაზრდა არტისტებს და აჯილდოვებს მათ.

პრემია “იკა” - ეს არის:

ხელოვანი ადამიანების და მათი შემოქმედების აღიარების პრემია;

ახალგაზრდა არტისტებისთვის მადლობის გამოხატვის საშუალება;

ახალი, თანამედროვე კულტურული პლათფორმა.

პრემიის მიზნებია: ახალგაზრდა შემოქმედი ადამიანების აღმოჩენა; ახალგაზრდა არტისტებისთვის მოტივაციის ამაღლება; ახალგაზრდა არტისტების და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია; გამარჯვებული ნომინანტებისთვის შემდგომ საქმიანობაში ხელშეწყობა .

ნომინაციები: (პრემია იკა გაიცემა კულტურის სფეროს 8 ნომინაციაში)

ილუსტრაცია;

პოსტერის/პლაკატის დიზაინი ;

მხატვრობა;

კინო;

ფოტოგრაფია;

ლიტერატურა;

მუსიკა;

ხელნაკეთი ნივთი.

როგორ ვპოულობთ ნიჭიერ ახალგაზრდა არტისტებს ?

ყველა ნომინაციისთვის, პრემიის გარშემო შეიკრიბა ცნობილი, წარმატებული და საკუთარ შემოქმედებით საქმიანობაში რეალიზებული პროფესიონალი ადამიანების ჯგუფი. ჩვენი მათ - პრემია იკას "კულტურის ატაშეები" ვუწოდეთ. ესენი არიან უკვე შემდგარი ვიზუალური ხელოვნების არტისტები, გალერისტები, ფოტოგრაფები, მხატვრები , მწერლები, კინემატოგრაფისტები , მუსიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები. სწორედ მათი დახმარებით ეძებს პრემია პოტენციურ ნომინანტებს. კულტურის ატაშეები ადგენენ პოტენციური კანდიდატების სიას, რომელიც შემდგომში ეგზავნება 8 ადამინისგან შემდგარ ჟიურის, რომელთა გადაწყვეტილება ცნობილი გახდება ცერემონიაზე სადაც გამოვლინდება ყველა ნომინაციაში გამარჯვებული 1 კანდიდატი. ჟიური ცნობილი ხელოვანების და შემოქმედი ადამიანებისგან შედგება . დროებით მათი ვინაობა გასაიდუმლოებულია. ჟიურის სრული შემადგენლობა ცბობილი გახდება ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე .

ვინ და როგორები არიან იკას პრემიის პოტენციური კანდიდატები?

ესენი არიან - ახალგაზრა, კრეატიული ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი შემოქმედებითი, ორიგინალური ხედვა და პრინციპები. არიან დამწყებები, ან უკვე რამდენიმე წელია მოღვაწეობენ ხელოვნების ამა თუ იმ დარგში , მაგრამ ისინი ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობები არიან.

რატომ ჰქვია პრემიას იკა?

პრემიას სახელი იკა კაკულიას საპატივცემულოდ ეწოდა. იკამ თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. იყო ახალგაზრდა შემოქმედი, დიზაინერი, გრაფიკოსი, ბოლო პერიოდში მოღვაწეობდა შემოქმედებით ინდუსტრიაში და უზომოდ უყვარდა ხელოვნება სამწუხაროდ იკა 2016 წელს გარდაიცვალა, დღეიდან პრემია სწორედ მის სახელს ატარებს.

გუკი ასათიანი იკას მეგობარი და პრემიის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი : „ამ პრემიას ჩვენ იკას მეგობრები და ის ადამიანები ვაკეთებთ რომლებისთვისაც იკა და მისი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია, გვსურს რომ ასეთივე მნიშვნელოვანი გავხადოთ , ან მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ ახალგაზრდა , დამწყები არტისტების ცხოვრებაში , ვუთხრათ რომ რასაც ისინი აკეთებენ მნიშვნელოვანი და დასაფასებელია და რომ ასე გააგრძელონ, რადგან ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვისთვისაც კულტურა და ხელოვნება მნიშვნელოვანია."

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი