ავტორი:

ქვეყანა, სადაც ყველა მდიდარია, ყოველი მესამე კი - მილიონერი

ქვეყანა, სადაც ყველა მდიდარია, ყოველი მესამე კი - მილიონერი

მონაკოზე ფიქრის დროს უმეტეს ჩვენგანს კაზინოები, იახტები და მდიდრული ვილები ახსენდება. ეს სრულებით ბუნებრივია, რადგან, როგორც Business Insider წერს, ჯუჯა სახელმწიფოს ყოველი მესამე მოქალაქე მილიონერია, ყოველ 56-ე მონაკოელის ქონება კი სულ მცირე 30 მლნ დოლარად არის შეფასებული.

ქალაქ-სახელმწიფოში გადასახადები ძალიან დაბალია, ტურისტების ნაკადი კი - უწყვეტი. ყოველ წელს მონაკოს იახტ-შოუს სანახავად ქვეყანაში მილიონერები და ცნობილი ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან. მონტე კარლოს დასახლება კი მდიდარი აზარტული თამაშების მოყვარულებისთვის უალტერნატივო ადგილია.

ქალაქ-სახელმწიფოში, დაახლოებით, 38 300 ადამიანი ცხოვრობს

აქ მთელი წელი შესანიშნავი ამინდია, ივლისში ტემპერატურა, საშუალოდ, 24 გრადუსია, იანვარში კი - 10 გრადუსი

მონაკოში ოფიციალური ენა ფრანგულია, თუმცა რესტორნებში, ბარებსა და სასტუმროებში ინგლისურად თითქმის ყველა საუბრობს

იახტ-შოუს სანახავად ყოველწლიურად უამრავი მილიონერი ჩადის. იახტების უმეტესობა ასობით მილიონი დოლარი ღირს და მათი მფლობელები ცნობილი ადამიანები არიან, მაგალითად - რინგო სტარი და ფორმულა ერთის მრბოლელი ლუის ჰამილტონი.

მონაკო ცნობილია ძალიან დაბალი გადასახადებით, საშემოსავლო გადასახადი კი ქვეყანაში არ არსებობს

უძრავი ქონების ფასს აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. საშუალოდ, სახლის ღირებულება 2017 წელს 5.2 მილიონი დოლარი იყო

ბაზრები სამუშაო დღეებში მუდმივად ღიაა, წლის ნებისმიერ მონაკვეთში

მონაკოელებს შეუძლიათ საყიდლებისთვის მეტროპოლის ძვირადღირებულ სავაჭრო ცენტრს ესტუმრონ

მონაკოს სამეფო ოჯახი, რომლის წევრებიც პრინცი ალბერტ მეორე, პრინცესა შარლინი და მათი ტყუპები - პრინცი ჟაკი და პრინცესა გაბრიელა არიან, პრინცის სასახლეში ცხოვრობენ

ადგილობრივ მცხოვრებლებს საშუალება აქვთ გაერთონ საუკეთესო ღამის კლუბებში, მათ შორის არის კლუბი Jimmy'z, სადაც ხშირად შეხვდებით ვარსკვლავებსაც. აქ არაერთხელ შეუნიშნავთ ლეონარდო დიკაპრიო და ლაიონელ რიჩი

მონაკოში ძვირადღირებულ მანქანებს ყველგან ნახავთ

ქალაქის ძველ ნაწილში ულამაზესი შენობები და ვიწრო ქუჩებია

ქალაქის დანარჩენი ნაწილი კი არც ისე შთამბეჭდავია, იქ უმეტესად - სასტუმროები და საცხოვრებელი კორპუსებია

"საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში იარაღს თვითმფრინავებით კონტრაბანდული გზით გზავნიან" - რაზე ისაუბრა ალიევმა თურქულ ტელეკომპანიასთან

"სომხეთმა განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია 12 ადამიანი" - რა განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის საგარეო უწყება

"ამ დროისთვის "დექსამეტაზონი" ერთადერთი პრეპარატია, რომელიც კოვიდ-19-ის მძიმე ფორმის დროს ეფექტურია" - ჯანმოს დირექტორი