ავტორი:

ცნობილი ქართველების ყოფილი ქმრები და შეყვარებულები, რომლებიც ალბათ აღარც კი გახსოვთ

ცნობილი ქართველების ყოფილი ქმრები და შეყვარებულები, რომლებიც ალბათ აღარც კი გახსოვთ

ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება მუდმივად საინტერესოა. სამწუხაროდ, ისევე როგორც ჩვენ, პირადში სელებრითებსაც იშვიათად უმართლებთ და ის ვინც ერთ დროს, მათი ცხოვრების მთავარი სიყვარული ეგონათ, დღეს აღარც კი ახსოვთ. „რეიტინგი“ გაგაცნობთ ცნობილი ქართველების ყოფილ შეყვარებულებს ან ყოფილ ქმრებს, რომლებიც დღეს, სავარაუდოდ, თავადაც კი აღარ ახსოვთ.

ნანკა კალატოზიშვილი და დათუნა გოცირიძე

ნანკა კალატოზიშვილის და დათუნა გოცირიძის წყვილი, შეიძლება ითქვას, იყო პირველი შოუ-ბიზნესური წყვილი, რომელიც საკუთარ გრძნობებს არ მალავდა. დათუნა და ნანკა მაყურებელმა აჩიკო მეფარიძის კლიპიდან „მშვიდობით“ გაიცნო. ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ, თავდაპირველად მეგობრობდნენ, შემდეგ კი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და 5-წლიანი რომანი ჰქონდათ. ნანკას და დათუნას რომანი ქორწინებით არ დასრულდა, თუმცა, რატომ დაშორდნენ უცნობია. დათუნას დღეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. რაც შეეხება ნანკას, მას და ირაკლი კეიდიას პატარა დანიელი ჰყავთ, თუმცა, მათი ოჯახი, სამწუხაროდ, დაინგრა.

ირაკლი ნოზაძე და ანუკა ჟღენტი

ქუჩის ბიჭების წევრი ირაკლი ნოზაძე ბობოქარი პირადი ცხოვრებით გამოირჩევა. მისი პირველი ცოლი, ქეთა თოფურიას უახლოესი დაქალი ანუკა ჟღენტი იყო. წყვილი საკუთარ გრძნობებზე თითქმის ყველა ინტერვიუში საჯაროდ საუბრობდა, მაგრამ მათი ოჯახი დაინგრა და მას შემდეგ პიკასომ მესამე ცოლი მოიყვანა.

ირინა ონაშვილი და ბესო ქარდავა

ყველაზე წარმატებული „მის საქართველო“, ირინა ონაშვილი, საზოგადოებამ სწორედ ამ სილამაზის კონკურსით გაიცნო. ირინა ონაშვილს, რომელიც ამ ტიტულის მფლობელთაგან ყველაზე წარმატებულია, გვირგვინის თავზე დადგმის პირველივე წუთებიდან არ მოჰკლებია საზოგადოების ყურადღება და განსაკუთრებით იმ საზოგადოების, რომელსაც ჭორაობა უყვარს. თბილისში, მოგეხსენებათ, არაფერი იმალება და საქართველოს პირველი გოგონას ტიტული ვერც ერთმა ლამაზმანმა ვერ დაიდგა ისე, რომ მის შესახებ რამე სკანდალური ჭორი არ გაევრცელებინათ. წაიკითხეთ სრულად (ნახეთ სხვა წყვილები)

"ეს ტრა­გე­დია მთე­ლი სი­ცოცხ­ლე გამ­ყ­ვა..." - რას ყვებოდა მშობლებზე, სოფიკოსა და კინოზე გიორგი შენგელაია

რეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

ჰოლივუდი ოპერაში