ავტორი:

რა ცოდნას ინახავს “ქართული ასომთავრული” – წიგნი, რომელიც უძველეს საიდუმლოს საჯაროს გახდის

რა ცოდნას ინახავს “ქართული ასომთავრული” – წიგნი, რომელიც უძველეს საიდუმლოს საჯაროს გახდის

ერთი შეხედვით, ქართული დამწერლობა, რომელიც მსოფლიოს 14 დამწერლობაში შედის, სათანადოდ არის შეფასებული და დაფასებული. თუმცა ბოლო პერიოდის კვლევები ადასტურებენ, რომ ქართულ დამწერლობა ასომთავრულში იმაზე მეტი ინფორმაციაა დაცული და იმაზე გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი.

ანბანთმცოდნე რამაზ პატარიძემ, რომელსაც წელს 6 ნოემბერს 91 წელი შეუსრულდა, ანბანის კვლევა დიდი ხნის წინ დაიწყო. მისი წიგნი “ქართული ასომთავრული” პირველად 1980 წელს გამოიცა. წლების შემდეგ ეს ნაშრომი, უფრო პოპულარულ ენაზე მომზადებული, გამომცემლობა “პალიტრა L-მა” გამოაქვეყნა. წიგნის შემდგენელ-რედაქტორია დავით გალეგაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ წიგნის მიხედვით ქართული ასომთავრული დამწერლობა ურთულესი და უზუსტესი ინფორმაციის მატარებელია, რომლის მსგავსი კაცობრიობამ არ იცის.

აი, რას ჰყვება დავით გალეგაშვილი წიგნის შესახებ:

“თავდაპირველად, რამაზ პატარიძის “ქართული ასომთავრული” საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულმა“ გამოსცა. ვინაიდან ის საბავშვო გამომცემლობა იყო, წიგნმა საბჭოთა ცენზურის გვერდის ავლა მარტივად მოახერხა. თუმცა გამოცემიდან მალევე საბჭოთა სპეცსამსახურებმა გაიგეს, თუ რა საოცარი ანბანი ჰქონიათ ქართველებს და რა სიმაღლეზე ჰყავდა აყვანილი ამ დამწერლობას საქართველო. ამის შედეგად წიგნების გავრცელება შეიზღუდა, გამომცემლობა “ნაკადულის” დირექტორი არჩილ სულაკაური თანამდებობიდან გათავისუფლდა, ხოლო წიგნის ავტორი რამაზ პატარიძე პრაქტიკულად ჩამოშორებულ იქნა სამეცნიერო საქმიანობიდან.

“პალიტრა L-ის” მიერ გამოცემული “ქართული ასომთავრულის“ განახლებული ვერსიის მიხედვით ნებისმიერი მკითხველი ადვილად გაიგებს, თუ რას ნიშნავს ზოგადად ანბანი კაცობრიობისათვის, მის მოკლე ისტორიას და იმასაც, თუ რა არის მსოფლიოში არსებულ ანბანებთან შედარებით ქართული ასომთავრულის განსაკუთრებულობა, გამორჩეულობა და უნიკალურობა.

ასომთავრულ ანბანში ასო-ნიშნების სახელდება, დაჯგუფების პრინციპები, მათი რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობები, გრაფიკული მოხაზულობა და მათემატიკურ-გეომეტრიული რაობა განაპირობებს ამოვიკითხოთ ანბანში წარმართული ღმერთების პანთეონი, მზის და მთვარის უძველესი კალენდრები, შუამდინარეთის და ეგვიპტის უძველესი ცივილიზაციების მიგნებათა სინთეზი და ქართველების მიერ უზუსტესი კალენდარული სისტემის შექმნის ისტორია”.

ეს ყველაფერი და კიდევ სხვა უამრავი საინტერესო რამ ამ წიგნშია გადმოცემული. გთავაზობთ ფილმს რომელიც წიგნის რედაქტორმა, დავით გალეგაშვილმა და რეჟისორმა რუსუდან მელაძემ “ქართული ასომთავრულის” მიხედვით გადაიღეს.

იხილეთ ვიდეოს ბმული

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა