ავტორი:

თბილისში ნამდვილად არსებობს კერძო ფეხბურთის აკადემია - "დინამოს აკადემია" - ირმა ცქიტიშვილი გრიგოლ ვაშაძეს

თბილისში ნამდვილად არსებობს კერძო ფეხბურთის აკადემია - "დინამოს აკადემია" - ირმა ცქიტიშვილი გრიგოლ ვაშაძეს

დინამო თბილისის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ირმა ცქიტიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს პასუხობს:

"გუშინ ლაშა დვალიშვილის გადაცემაში ვუსმინე გრიგოლ ვაშაძეს, ფეხბურთზე საუბრობდა. გავოცდი იმდენად კარგი და გააზრებული ინტერვიუ იყო (ფეხბურთი მაინც სპეციფიური თემაა) და მადლობა მას ამისთვის. მხოლოდ, ერთი რამ მინდა გითხრათ, ბატონო გრიგოლ! კერძო აკადემია არა გვაქვსო საქართველოში - დაიჩივლეთ. საბედნიეროდ, ეს არ არის სიმართლე. როგორც მომავალმა პრეზიდენტმა, მინდა იცოდეთ, რომ თბილისში ნამდვილად არსებობს კერძო ფეხბურთის აკადემია - "დინამოს აკადემია", რომელსაც ფილიალიც აქვს დასავლეთში, კერძოდ მარტვილში. და ეს აკადემიები ბიზნესმენმა, დინამო თბილისის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ დააარსა წლების წინ და რომელშიც უამრავ რესურს დებს, რათა ასობით ნიჭიერმა ბავშვმა უფასოდ ივარჯიშობს, ისწავლოს და იცხოვროს აკადემიაში!!! ამ ბავშვებში ხედავს ქართული ფეხბურთის მომავალს და არაფერს იშურებს მათთვის. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ უკვე ორი წელია სხვასხვა დრამატული მიზეზების გამო, რომან ფიფიას საქართველოში შემოსავალი საერთოდ არა აქვს, თავის მიზანს კი ააღორძინოს ქართული ფეხბურთი მაინც არ ღალატობს! გუშინდელი ჩვენი ნაკრების გამარჯვება ზუსტად ამ მიზნის ასრულების დასაწყისი იყო: აკადემიის აღზრდილებმა და დინამოელებმა ასახელეს ნაკრებიც და საქართველოც. ბატონო გრიგოლ, მე როგორც რომამ ფიფიას წარმომადგენელი (დარწმუნებული ვარ თავადაც იგივეს გეტყოდათ, საქართველოში რომ იმყოფებოდეს), არჩევნების დამთავრების შემდგომ, გეპატიჟებით დინამოს აკადემიაში და იმედია, ფრიად გაოცებული დარჩებით არსებული რეალობით".

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის