ავტორი:

TOP 10 საუკეთესო შემოთავაზება Black Friday-ზე „მეგატექნიკაში“

TOP 10 საუკეთესო შემოთავაზება Black Friday-ზე „მეგატექნიკაში“

გრანდიოზული ფასადაკლებების დღის Black Friday-ს მსოფლიო ტენდენცია საქართველოშიც აქტუალურია და ყველა ელოდება ისარგებლოს საუკეთესო პირობებით 23 ნოემბერს.

ტექნიკის მაღაზიათა წამყვანი ქსელი „მეგატექნიკა“ წინასწარ აცხადებს Black Friday-ს საუკეთესო შეთავაზებების ათეულს და მომხმარებლებს რეალურ, 40%-მდე ფასდაკლებებს ჰპირდება. აქცია მხოლოდ 23, 24, 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

შეთავაზებებით სარგებოლობა შესაძლებელი იქნება როგორც „მეგატექნიკის“ ფილიალებში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე ონლაინ მაღაზიაში www.megatechnica.ge, თქვენ შეგიძლიათ სასურველი ნივთი სახლიდან ან სამსახურიდან გაუსვლელად შეიძინონ როგორც ბარათით, ასევე ონლაინ განვადებით და ისარგებლოთ უფასო მიწოდებით თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. დანარჩენ რეგიონალურ ცენტრებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტრანსპორტირების შეღავათიანი პირობებით ისარგებლებთ.

„მეგატექნიკის“ ტოპ 10 შეთავაზება Black Friday – ს დროს:

Acer-ის პლანშეტი Iconia One 10 – 299

თუკი ოდესმე გსურდათ ან სულაც არ გიფიქრიათ პლანშეტის შეძენა, ეს საუკეთესო დროა გადაწყვეტილების მისაღებად! საქართველოში საუკეთესო ფასად თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ Acer-ის ბრენდის ლამაზი, დახვეწილი და მსუბუქი 10"-ინჩიანი, HD ეკრანის პლაშეტი 2GB/16GB მეხსიერებით - Iconia One 10 . „მეგატექნიკაში“ ის მხოლოდ და მხოლოდ 299 ₾ ღირს.

Samsung Galaxy S8 Black / GOLD/ Grey – 1349

Samsung-ის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი Samsung Galaxy S8 გამოირჩევა ულამაზესი, უსაზღვრო, Super AMOLED ეკრანით, სწრაფი დამტენით, 4 GB/ 64 GB მეხსიერებით, ნატიფი ფოტოკამერით და სხვა ბევრი უპირატესობებით.

Samsung Galaxy A600F DS 3GB / 32GB Black / Gold – 599

Samsung-ის 2018 წლის ჰიტი Galaxy A6 საუკეთესო გადაწყვეტაა, თუკი ეძებთ მძლავრ, დახვეწილ სმარტფონს სუპერ ფოტოკამერით, 16 MP როგორც მთავარი, ასევე სელფი კამერით. სმარტფონი 2018 წლის მაისში გამოვიდა, უახლესი Android 8.0 (oreo) სისტემა აქვს და 3 GB RAM/32 GB შიდა მეხსიერება.

Xiaomi Mi A2 Black 4GB/64GB – 679

ზიაომის სმარტფონი Mi A2 Black 4GB/64GB გამოირჩევა 5.99"IPS LCD 1080 x 2160 LTE ეკრანით, 64 GB/4 GB RAM მეხსიერებით, სუპერ მძლავრი Snapdragon 660 Octa-core პროცესორით და ყველაზე მოთხოვნადი სისტემით Android 8.1 (Oreo); Android One. სმარტფონს ასევე ამ საფასო კატეგორიაში ყველაზე ეფექტური ფოტოკამერა აქვს: 12 MP + 20MP / 20MP

Hisense-ის 50“/127 სმ დიაგონალის 4K UHD Smart TV - 1049

არ გაუშვა ხელიდან შანსი შეიძინო დიდი ზომის, თხელი, საუკეთესო გამოსახულების ტელევიზორი ყველაზე დაბალ ფასად საქართველოში. Hisense H50A6100 მოდელი დიდი ზომის გახლავთ - 50“/127სმ დიაგონალით, აქვს უახლესი ტექნოლოგიის 4K Ultra HD ეკრანი, რომელიც ნებისმიერი სანახაობის მთავარ მონაწილედ გაქცევთ. Hisense-ის უბადლო Smart ტექნოლოგიის წყალობით, თავისუფლად შეძლებთ გამოიყენოთ სმარტ აპლიკაციები. რაც მთავარია, „მეგატექნიკამ“ იზრუნა ქართველ მომხმარებლებზე და Hisense-ის სმარტ ტელევიზორებში წარმოების დროს იწერება myvideo.ge-ს სმარტ აპლიკაცია, რაც საშუალებას გაძლევთ უფასოდ უყუროთ ქართულ სატელევიზიო არხებს, ვიდეოებს და ფილმებს კინოთეკიდან.

Skyworth 32“/81 სმ დიაგონალის LED TV - 32W4 – 339

თუკი გინდა განაახლო ან შეიძინო ახალი ტელევიზორი 81 სმ დიაგონალის ეკრანით, Black Friday-ზე „მეგატექნიკაში“ აუცილებლად იპოვი სასურველს. Skyworth – ის LED ტელევიზორი გამოირჩევა გამძლეობით, კარგი ჩვენებით და აქვს DVB T-2 მიმღები, თქვენ არ დაგჭირდებათ დამატებით შეიძინოთ და დააყენოთ არხების მიმღები სეტტოპ ბოქსი.

იტალიური ბრენდის Hoover-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანა 13 პერსონაზე - 599

ჭურჭლის რეცხვა ისეთი რამ არის, რაზეც ძვირფასი დრო აღარ უნდა დახარჯოს თანამედროვე ადამიანმა. გაახარეთ საკუთარი თავი ან ძვირფასი ადამიანები და აჩუქეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომლის წყალობითაც თქვენ ბევრი თავისუფალი დრო გაგიჩნდებათ ერთად სასიამოვნოდ გასატარებლად. ცნობილი იტალიური ბრენდის Hoover-ის ჭურჭლის სარეცხი 13 პერსონაზე HDP1L39W, სწრაფი რეცხვის და ეკონომიური რეცხვის ფუნქციებით აქციით სულ რაღაც 599 ლარი ღირს, ასევე „მეგატექნიკაში“ თქვენ საჩუქრად მიიღებთ Somat-ის პრემიუმ ჭურჭლის სარეცხ ტაბლეტებს.

გერმანული ბრენდის Adler-ის კომპაქტური სარეცხი მანქანა - 129

შეიძლება თქვენ ვერც კი წარმოგედგინათ რომ ასეთი პატარა სარეცხი მანქანა არსებობდა! „მეგატექნიკაში“ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ გერმანული ბრენდის Adler-ის კომპაქტური სარეცხი მანქანა, გამოიყენოთ ის ცალკე, სპეციალური ტანსაცმელის ან ტილოების რეცხვისთვის ან თან ატაროთ ხოლმე აგარაკზე ან ქემფინგზე. დამატებით, საჩუქრად Persil-ს პრემიუმ გელს მიიღებთ.

Midea-ს მიკროტალღური ღუმელი - 125

ამ შემოთავაზებაზე დაფიქრებაც არ ღირს, თქვენ თუ ამჟამად არ გჭირდებათ მიკროტალღური, შეგიძლიათ საჩუქრად შეიძინოთ. Midea-ს მიკროტალღური ღუმელი MM720CAA დიდი პოპულარობით სარგებლობს „მეგატექნიკის“ მომხმარებლებს შორის.

Hisense-ის ბრენდის 6.5 კგ -იანი სარეცხი მანქანა - 499

თუკი სარეცხი მანქანის განახლება რაციონალურად გნებავთ, Hisense-ის ბრენდის მოდელი WFHXE1065 ყველაზე ჭკვიანური არჩევანია. სარეცხ მანქანას აქვს 6.5 კგ რეცხვის ფუნქცია, 1000 ბრუნი და Led დისპლეი. დამატებით, საჩუქრად Persil-ს პრემიუმ გელს მიიღებთ.

„მეგატექნიკის“ სხვა საუკეთესო შეთავაზებები Black Friday-ზე:

Hisense-ის 43“/109 სმ დიაგონალის 4K UHD Smart TV – 849

Simfer-ის ბრენდის გამწოვი - 99

Simfer-ის ბრენდის გაზქურა - 279

გერმანული ბრენდის Adler - ის ზეთის რადიატორი 9 სექციით - 99

გერმანული ბრენდის Camry-ს აეროგრილი - 89

შვედური პრემიუმ ბრენდის Electrolux-ის უთო - 59

Sinbo-ს ორთქლის გენერატორი - 149

Braun -ის წვერსაპარსი - 82

Sinbo-ს თმის საჭრელი - 19

Scarlett-ის თმის გასასწორებელი - 39

Sinbo-ს ხელის ბლენდერი - 35

Sinbo-ს ტოსტერი - 25

Scarlett-ის ხორცსაკეპი - 89

Sinbo-ს ელექტრო ჯეზვე - 25

Black Friday-ს პოპულარობა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის, სადაც ეს დღე, ამერიკის ეროვნული დღესასწაულის “მადლიერების დღის“ შემდეგი დღეა და ამ დროს ყველა მაღაზია გრანდიოზულ ფასდაკლებას აცხადებს. მადლიერების დღე ნოემბრის თვის მე-4-ე ხუთშაბათს აღინიშნება, შესაბამისად „შავი პარასკევი“ ყოველთვის ნოემბრის მე-4-ე პარასკევს არის. 2018 წელს ის 23 ნოემბერს აღინიშნება.

ბევრს აინტერესებს, თუ რატომ დაერქვა ამ დღეს „შავი პარასკევი“? როგორც ამერიკელები აღნიშნავენ, ტერმინის წარმომავლობას რამდენიმე ისტორია აქვს, თუმცა ყველაზე პოპულარული შემდეგია: ფასდაკლებების დროს ბევრმა ამერიკულმა ბიზნესმა საოცრად დიდი შემოსავალი მიიღო. რადგან ამერიკაში საბუღალტრო პროგრამებში შემოსავლები შავი ფერით აღინიშნება, ხოლო ზარალი წითელი ფერით, ამ დღეს „შავი პარასკევი“ შეარქვეს.

თუ გინდათ, რომ შენაძენი თქვენთვისაც მომგებიანი იყოს, გირჩევთ აუცილებლად ისარგებლოთ რეალური ფასდაკლებებით, მხოლოდ „მეგატექნიკაში“. სპეციალური ფასები მოქმედებს მხოლოდ 23, 24 და 25 ნოემბერს.

www.megatechnica.ge

+995 32 2 24 46 46

R

კერძი, რომელიც საუკუნეებს ითვლის - უგემრიელესი უელსის რეარბიტსის სწრაფი რეცეპტი შეფისგან

MIT-ს სამეწარმეო ქსელში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს

თუ სუნთქვის შეკავება 30 წმ მაინც შეგიძლიათ, დიდია იმის ალბათობა, რომ ფილტვები დაზიანებული არაა – ყარამან ფაღავა კოვიდ19-ზე ბავშვებში და მის შესაძლო გართულებებზე