ავტორი:

"ეს ამომრჩევლის მოქრთამვაა" -  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ვალების განულებასა და ქართულ არჩევნებზე

"ეს ამომრჩევლის მოქრთამვაა" -  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ვალების განულებასა და ქართულ არჩევნებზე

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, რასა იუკნევიჩიენე მიიჩნევს, საქართველოს მოსახლეობისთვის სესხების განულების დაპირება ამომრჩევლის მოქრთამვაა.

ასე უპასუხა რასა იუკნევიჩიენემ „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროს ჟურნალისტის“ შესაბამის კითხვას.

„გავიგე ამის შესახებ. გასულ კვირას ჰალიფაქსში ქართველ პარლამენტარებს შევხვდი და მათ განმიმარტეს, თუ რას ნიშნავს ეს ჟესტი. რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა. შეუძლებელია ამის სხვაგვარად დანახვა და ის ცალსახად მიუღებელია“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შეფასებისას მან აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს ძალიან არაპროპორციულად, მხოლოდ ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებდნენ.

„უპირველეს ყოვლისა, ბედნიერი და ამაყი ვიყავი, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს დავესწარი. საქართველო პირადად ჩემი, ლიტვისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეჭვგარეშეა, რომ დემოკრატიისა და რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო რეგიონის ლიდერია და ბალკანეთის იმ სახელმწიფოების გვერდით დგას, რომელთაც მსგავსი მიზნები აქვთ. მეორეს მხრივ, წუხილის ბევრი მიზეზიც გვაქვს. არჩევნებმა მშვიდად და გამართულად ჩაიარა, მაგრამ საარჩევნო კამპანიისას, რა დროსაც ტემპერატურა მაღალი იყო, პრობლემებმა იჩინა თავი. ვნახეთ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს ძალიან არაპროპორციულად ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებდნენ. ეს კი დემოკრატიისათვის სასარგებლო არ არის. ამას გარდა, ზოგიერთ მედიასაშუალებას შეუფერებლად, მხოლოდ ერთი კანდიდატის წარმოსაჩენად იყენებდნენ. 2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე პრეს-კონფერენციისას ვისაუბრე. ეს საქართველოს მომავლისათვის სასარგებლო არაა. დარწმუნებული ვარ, [მომხდარი] საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვაზე არ იმოქმედებს, მაგრამ ვხედავ ნიშნებს, რომელიც მაწუხებს“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

"რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის მოცილების მიზნით, აშშ-ს შეუძლია კავკასიური ვეფხვის გაზრდას შეუწყოს ხელი" - რას წერს კურტ ვოლკერი საქართველოზე?

შეხვედრა მაიკლ პომპეოსთან - პრემიერი ოფიციალური მიღების ფოტოებს აქვეყნებს

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი